ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში.მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
თვითმხილველები გვიყვებიან, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ასევე მეტროს მემანქანე, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმედ აღიქვა. ამბობენ, რომ ის დამუხრუჭებას ვერ შეძლებდა, რადგან მამაკაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მატარებელი უკვე სადგურში იყო შემოსული.
"საშინელი ამბავი მოხდა, ლაშა 30 წლის იყო, უცოლო, როგორც ვიცი არ მუშაობდა... მამა მუსიკოსია, სოსო ამირეზაშვილი. სხვა ვერაფერს გეტყვით" - გვიყვება მოკლულის ახლობელი. განაგრძეთ კითხვა