აზიური კერძები ჩვენთან უკვე იმდენად პოპულარულია, რომ მათი შინ მომზადებაც ჩვეული მოვლენა გახდა. წარმოგიდგენთ ცნობილი შეფ-მზარეულის მირიან კვერნაძის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტებს აზიური სამზარეულოს იმ კერძების მოსამზადებლად, რომლებიც დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარულია.
ინგრედიენტები: /ერთ პორციაზე/
სურვილისამებრ : სობა-წიწიბურას მაკარონი, მწვანე ხახვი, ნორი, ვაკამე (წყალმცენარე/თეთრი, შავი) სერვირებისთვის.
მომზადება:
კარგად გაცხელებულ ქვაბში ვამატებთ ზეთს, ვყრით უხეშად დაჭრილ ხახვს. ხახვი უნდა დაიწვას და გაშავდეს. ჩავამატოთ 230-250მლ. ონკანის წყალი. ამ წყალში ჩავაწუროთ ლიმონი და ჩავაგდოთ შიგნით. ჩავუშვებთ ტომ იამ პასტას და კარგად გავხსნით. 5წთ. უნდა იდუღოს. ბულიონი უნდა გადავწუროთ საწურზე სხვა ჭურჭელში. დავუმატოთ კრევეტები (გასუფთავებული, შავი ნაწლავი უნდა ამოვაცალოთ, უჯავშნო და უთავო). თბილ წყალში დამბალი შიტაკი უნდა დავჭრათ ოთხად (ან ქამა) და დავუმატოთ მასას. ვამატებთ სობას-მაქს 5წთ. იხარშება. გადმოგვაქვს ჭურჭელში და ვამატებთ: მწვანე ხახვს/ვაკამეს/ ან ნორს.
ინგრედიენტები: /ერთ პორციაზე/
მომზადება:
მოვზილოთ ცომი და მინ. 30წთ. (მაგიდაზევე იზილება) მაცივარში დავასვენოთ დაპლასტიკებული. ბოსტნეული ნუდლსისთვის : თეთრი კომბოსტო ძალიან თხლად დაჭრილი, ბულგარული ორივე ფერის (ჟულიენებად-წვრილად და მოგრძოდ), სტაფილო სათლელით დათლილი.
ანანასი, მანგო ან მწვანე ვაშლი სურვილისამებრ.
საქონლის ნაჭრით თუ ვაკეთებთ, წინა დღეს უნდა იყოს დამარინადებული. სუკის შემთხვევაში მარინადი არ გვინდა. ქათმის ფილე, პატარა რვაფეხები(ბეიბი ოქტოპუსები), კრევეტები, კალმარი.
ნუდლსი გაბრტყელდება, დაიჭრება, ვყრით მაკარონივით ადუღებულ მარილიან წყალში +ზეთი. 4წთ ვადუღებთ , ვუკეთებთ შოკირებას ცივი წყლით.
ვაცხელებთ ვოკის ტაფას მაქსიმალურად. (როცა ვოკის ტაფა ახალია, ვაცხელებთ, გათეთრდება, ვასხამთ ბევრ ზეთს) ვოკის ტაფა არის რკინის მასალის, ამიტომ გარეცხვს შემდეგ ზეთი უნდა წავუსვათ და ისე შევინახოთ, რომ არ დაჟანგდეს!/. ვყრით ჯერ ხორცს 100-150გრ. 3წთ. იწვება მაქს 4 წთ. შუა გული უნდა იყოს უმი. შემდეგ ემატება ბოსტნეულის მიქსი 100-120გრ-მდე, ვამატებთ ზეთს, 5-6წთ ვთუშავთ, მოიწალება, უნდა იყოს ხრატუნა, ვუმატებთ მოხარშულ ნუდლსს, სოიოს სოუსს 20მლ პორციაზე. შემდეგ ერთ-ერთ სოუსს : ტერიაკი/ტკბილ-ცხარე/ტკბილ-მჟავე/სირაჩა(ძალიან ცხარეა). მინ 50მლ. კარგად ამოვსვრით და თეფშზე გადმოტანის შემდეგ სეზამს (მოხალული/მოუხალავი) მოვაყრით, შეგვიძლია თხლად მწვანე ხახვიც დავამატოთ სერვირებისთვის.
ფარფლებისგან გასუფთავებულ მთლიან თევზს ვსერავთ კუბიკებად /ცერად ორივე მხარეს/ (თითო ნაჭერი ერთი ლუკმის ზომის უნდა იყოს). მარილს, შავ პილპილს, პაპრიკას/წითელ დაფქულ წიწაკას/ ვურევთ ფქვილში. ცალკე ვიღებთ 1ლ ცივ წყალს და დაახლ. 200გრ სიმინდის სახამებელს და ცივ წყალში ვხსნით. თევზს სანელებლებიან ფქვილში ვავლებთ ორივე მხრიდან და ამ სახამებლიან წყალში ვასველებთ. წყლიდან მაშინვე ცხელ ზეთიან ტაფაზე გადაგვაქვს და 15-20წთ-მდე ვწვავთ. ზეთი მაქს 150გრადუსზე უნდა იყოს გაცხელებული.
თევზის სოუსი - მანგოს სოუსი, სოიოს სოუსი, გახეხილი ჯინჯერი, მწვანე ხახვი და სეზამი.
400-500გრ მზა ტემპურას ფქვილს ემატება 1ც კვერცხი. + გაზიანი წყალი (ოთახის ტემპერატურის) თანდათან, ვურევთ და ვიღებთ ალადის კონსისტენციის მასას. /ფრანგულ კერძში ვიყენებთ წყლის ნაცვლად შამპანურს. / ლუდზე მისაყოლებელი სნექის შემთხვევაში, წყლის ნაცვლად ვიყენებთ შავ ლუდს ან ჰეისთს(ლუდის ქაფი)- მძაფრი არომატის გამო./ სიმინდის სახამებელი უნდა, როცა ფქვილით ვაკეთებთ (არა მზა ტემპურას ფქვილით) 1-1,5 ს/კ.
ღორის სუკს ვაცლით ძარღვს, ვჭრით სიგრძეზე და შემდეგ პატარა მოგრძო ნაჭრებად, ვამატებთ მარილს და წიწაკას. ცოტა ხნით ვაყოვნებთ. ვავლებთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ტემპურას ცომში და ბოლოს პანკოში, ვწვავთ ბევრ ზეთში კარგად გაცხელებულ ტაფაზე. შემწვარი მოგვყავს ტაფაზე სასურველ სოუსში. (ტკბილ-ცხარე, ტერიაკი, მანგოს).
წიწილა ძვლიანად იგივენაირად ივლება. (ქათამს ყველაზე მეტად უხდება მანგოს სოუსი.)
კურდღელს ვჩეხავთ წვრილად, ვუმატებთ მარილს და შავ პილპილს. ბევრ ზეთში მოვხრაკავთ, ზეთისგან დავცლით ტაფას და იმავე , ცარიელ ტაფაზე ვამატებთ სირაჩას სოუსს. წამოვადუღებთ, ვუმატებთ ტერიაკის სოუსს, ლიმონის/ფორთოხლის ცედრას, სოიოს სოუსს.+ნედლ ჩახეხილ ჯინჯერს და ჩახეხილ ნიორს.რომ წამოდუღდება ჩავყრით მოხრაკულ კურდღელს და მოხალულ უხეშად დაკეპილ თხილს, კუბიკებად დაჭრილ ანანასს. შეგვიძლია მაშინვე დავამატოთ სეზამი ან შემდგომ, სერვირებისას.
ცალკე ბრინჯს ვხარშავთ + /ანისის ვარსკვლავი, ყვითელი ყვავილი / და დაფნა (2წთ-ში ამოვიღებთ)-მარლაში გამოკრული(შესაძლოა ილიც დავამატოთ.) ბრინჯი უნდა იყოს გრძელი(ბასმათის ორთქლზე გატარებული ყვითელი ან თეთრი).
როცა დიდია ცხელ და ცივ წყალში რამდენჯერმე მონაცვლეობით ვავლებთ ფეხები რომ დაეხვეს. /პატარა რვაფეხა პირდაპირ ტაფაზე იხრაკება/. ცხელ წყალში რვაფეხას ვუმატებთ სტაფილოს, ხახვს, ნიორს (ბულიონისთვის- უხეშად დაჭრილს) ლიმონის ნახევარს +ლიმონსაც. 45წთ უნდა იხარშოს. გახურებულ ზეთიან ტაფაზე გადაგვაქვს კანგაცლილი რვაფეხა. ვამატებთ გახეხილ ნიორს, გახეხილ ჯინჯერს, მწვანე ხახვს, ხამანწკის სოუსს და სოიოს სოუსს. გარნირად ვიყენებთ ბრინჯს.
კიტრს ვთლით გრძლად ან მრგვალებად. ვაყრით მარილს და ცოტა ხანი ვტოვებთ სითხე რომ გამოუშვას, სითხისგან ვცლით და ვამატებთ სეზამის ზეთს, სოიოს სოუსს, მირინს, დახეხილ ჯინჯერს, ნიორს და სეზამის მარცვლებს. ვაცდით ცოტა ხანი რომ გაუჯდეს და მზადაა.
გრძელ ნაჭრებად დაჭრილ ქათმის ფილეს (პორციაზე 220გრ უმი ხორცი) ვაზავებთ მარილით და შავი პილპილით. ვწვავთ გახურებულ ტაფაზე ზეთში(20მლ), ვამატებთ სოიოს სოუსს 20მლ და ტერიაკის სოუსს 40მლ. +სეზამი, მწვანე ხახვი.
ბრინჯის უმი წონა 80გრ პორციაზე, ქათმის ფილე 100-120გრ უმი წონა. ისევ მარილი, წიწაკა, გახურებულ ტაფაზე ზეთში(20მლ) იწვება. ემატება სოიო 20მლ, სოუსი სასურველი 40მლ.
ხორცი ენაცვლება - ღორის სუკი/ საქონელი..კრევეტები. (სურვილისამებრ შეგვიძლია შეწვისას გახეხილი ჯინჯერის, /ნიორის, /მწვანე ხახვის გამოყენება. სერვირებისას სეზამის მოყრა და ლიმონის წვენის მოსხმა...
ზეთიან გახურებულ ტაფაზე ვყრით გახეხილ ნიორს, ვამატებთ მოხარშულ ბრინჯს(ბასმათი) დაახლ 3 ს/კ. ვახლით 2ც კვერცხს და ვურევთ . სერვიებისას ვაყრით მწვანე ხახვს და სეზამს, უხდება სოიოს სოუსიც.
მოვზელთ ცომს და მინ. 30წთ. ვასვენებთ მაცივარში. გადავზელთ ისევ და თან 30-40გრ ბურთულებად ვყოფთ, ვაყოვნებთ დაახლ. 10წთ. ვაბრტყელებთ და შიგთავსს ვათავსებთ. (გაბრტყელებისას ვიხმართ ზეთს და არა ფქვილს). ვწვავთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე. დავამატოთ მირინი ან მიცუკანის ძმარი. გიოძის და დამფლინგების შიგთავსი ერთნაირია.
ინგრედიენტრები:
მოვზელთ ცომს, 30წთ დაპლასტიკებულს ვაყოვნებთ მაცივარში. გადავზელთ ისევ და დაახლ. 50გრ ბურთულებად ვყოფთ. 10წთ ვაყოვნებთ, ვაბრტყელებთ და ვათავსებთ შიგთავსს. (ღია ხინკლის ფორმის) იხარშება ორთქლზე. შეგვიძლია ბულიონზე მოვხარშოთ არომატისთვის: ლიმონი, ბაჰარი, ჯინჯერი და დაფნა.
ისპანახის შიგთავსი:
გახურებულ ზეთიან ტაფაზე წვრილად დაჭრილ ხახვს და გახეხილ ნიორს ვთუშავთ, ვამატებთ მოწალულ, გაძენძილ და გაწურულ ისპანახს. საჭიროებისამებრ ვამატებთ წყალს, მარილს, შავ პილპილს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს..
ღორის ხორცის შიგთავსი:
გახურებულ ზეთიან ტაფაზე ვამატებთ წვრილად დაჭრილ ღორის ხორცს, + ხახვი, გახეხილი ნიორი. სოოს სოუსი, სეზამის მარტცვლები, წითელი დაფქული წიწაკა და ბოლოს თაფლი.
კრევეტის და მიდიის შიგთავსი:
გახურებულ ზეთიან ტაფაზე კრევეტი/მიდია + ხახვი, ნიორი, მარილი , შავი პილპილი.
ვაზავებთ და ვათავსებთ სითბოში, ვაცდით გააქტურებას. შემდეგ ვუმატებთ ფქვილს და კარგად ვზელთ, ვაყოვნებთ სითბოში. გადავზელთ , ვაგუნდავებთ და ვხარშავთ ორთქლზე.
გასუფთავებულ, ფილირებულ თევზს (უფხო, უკანო) ვჭრით პატარებად, ვუმატებთ ამავე ზომაზე დაჭრილ ავოკადოს, ვაწურავთ ლიმონს,+სეზამის მარცვლები,მარილი, შავი პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა, ზეითუნის ზეთი და ცოტა ხანი ვაყოვნებთ.
გახურებულ ზეთიან ტაფაზე ვწვავთ კალმახს. მეორე ტაფაზე ვთუშავთ მწვანე ხახვს, გახეხილ ნიორს და ჯინჯერს. ვამატებთ სეზამის მარცვლებს, სოიოს სოუსს, ტერიაკის სოუსს, ბამბუკის მარინადს. ამ მასაში ვდებთ ორივე მხრიდან შემწვარ კალმახს და ვაყოვნებთ. მიირთმევა ცივად.
სიბასი მანგოს სოუსით- ყველაფერი იგივე რაც ზემოთ, ტერიაკის ნაცვლად მანგოს სოუსი.
ფენა-ფენა ეწყობა ქვაბში, ჯერ ხახვი რგოლებად, დაფნის ფოთლები, ლიმონი, ბაჰარი, წიწაკის მარცვლები, შემდეგ სკუმბრია. შაქარს, ძმარს, წყალს წამოვადუღებთ ცალკე და დავასხამთ ისე რომ დაიფაროს. ვაყოვნებთ ასე.
+კამა+ბაჰარი(როცა სუშისთვის არ გვინდა)-/აძლევს ინტენსიურ გემოს/
გასუფთავებულ, ფხებგამოცლილ ორაგულს ამ მასაში ვტოვებთ დაპლასტიკებულს 18-24სთ. ზაფხულში მაცივარში, სიცივეში გარეთვე.
შემდეგ მარილს შემოვაცლით და გავავლებთ წყალში.
ბრინჯი ნიშიკი შეიძლება იარმარკის მრგვალი ბრინჯის გამოყენებაც.
კარგად ვრეცხავთ ბრინჯს გამდინარე წყლით, ვაცლით სახამებელს. ჭურჭელში წყალი უნდა ცდებოდეს ბრინჯს გოჯის ნახევარზე. იხარშება სპეციალურ აპარატში ორთქლზე. მოხარშული ბრინჯი გადმოგვაქვს გაშლილ ლანგარზე, რათა გაგრილდეს . 1,5კგ ბრინჯზე ვამატებთ 2 ჭიქა ძმარს და ვანაწილებთ ყველგან, ვფანტავთ ბრინჯს. ძმარი- მიცუკანი უნდა იყოს ბლანტი მოყვითალო ფერის, 1,5ლ ძმარზე ვამატებთ 750გრ შაქარს და 30გრ. მარილს. - ვაცხელებთ ისე, რომ არ ადუღდეს. (ბრინჯში ვიყენებთ უკვე გაგრილებულს ).
შუაზე გაყოფილ ნორის ფურცელს ვათავსებთ პრიალა ზედაპირით ქვემოთ და დაახლ 60გრ. ბრინჯის ბურთულას ვანაწილებთ ზედაპირზე, ცივი წყლით ვისველებთ ხელებს რომ არ მიგვეწებოს, ჰორიზონტალურად ბოლო ხაზზე ბრინჯს არ ვათავსებთ, ჯერ ვდებთ თხლად და წვრილად დაჭრილ კიტრს, თევზს ან ავოკადოს (უთესლო) და შეგვიძლია აქვე მოვაყაროთ მოხალული სეზამი. გადავახვევთ.
ბოსტნეულს ვჭრით თხელ და წვრილ ნაჭრებად. ქათმის ფილეს ვასუფთავებთ ცხიმისგან და ვჭრით თხლად/ კრევეტებით თუ ვაკეთებთ ვასუფთავებთ ჯავშნისგან და ნაწლავებისგან, ვჭრით ორ ნაწილად. /თუ სუკით ვაკეთებთ, ვჭრით თხელ მოგრძო ნაჭრებად/ გრძელ ბრინჯს ვხარშავთ ყვითელ ყვავილთან ერთად. (გარდა ყვითელი ყვავილისა იყენებენ ანისის ვარსკვლავს , კურკუმას, ძირას...) მოხარშულ ბრინჯს გადავავლებთ ცივ წყალს და ცხელ ტაფაზე გადაგვაქვს, ვამატებთ ოდნავ ზეთს.
მეორე გახურებულ ზეთიან ტაფაზე ვყრით ფილეს ნაჭრებს/ კრევეტს/სუკს, ვამატებთ ბოსტნეულს, ცოტა ნიორს, ოდნავ ზეთი რომ არ მიიკრას (კარის პასტა ისედაც ცხიმიანია) შემდეგ ვამატებთ სასურველი ფერის პასტას და მოგვიანებით ქოქოსის რძეს, ასევე მარილს და შავ პილპილს. სიცხარისთვის შეგვიძლია წითელი წიწაკაც დავუმატოთ. გადმოგვაქვს თეფშზე და მოხარშულ ბრინჯს ვიყენებთ გარნირად.
ბრინჯის ფირფიტა დავალბოთ თბილ წყალში. კარგად რომ დალბება, გადმოვიღოთ და წავუსვათ კრემ-ყველი, დავამატოთ თხლად და მოგრძოდ დაჭრილი ავოკადო, აისბერგის ფოთოლი, გრავლაქსი, (შეგვიძლია კიტრიც გამოვიყენოთ) გადავახვიოთ ტოლმასავით, მოვაყაროთ სეზამი და მივირთვათ სასურველ სოუსთან ერთად. შეგვიძლია ტაფაზე შევწვაც ან საცხობში გამოცხობაც.
გახურებულ ზეთიან ტაფაზე მვთუშოთ თხლად და მოგრძო ფორმებად დაჭრილი საქონლის სუკი ან კრევეტი, დავამატოთ წვრილად და მოგრძოდ დაჭრილი ბოსტნეულის მიქსი (სტაფილო, ბულგარული - წითელი და მწვანე + ყაბაყი) შეგვიძლია დავამატოთ სოიოს სოუსიც. როცა ეს მასა შეგრილდება, გადავახვიოთ ბრინჯის დამბალ ფირფიტაში. შეგვიძლია დავბრაწოთ. მივირთვათ სასურველ სოუსთან ერთად.
მოამზადა სალომე ბერიშვილმა