პარასკევი, 13 რიცხვი - რატომ ითვლება წელიწადის ეს თარიღი სახიფათოდ და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ - მშობლები

პარასკევი, 13 რიცხვი - რატომ ითვლება წელიწადის ეს თარიღი სახიფათოდ და რა უნდა გააკეთოთ, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ

2024-12-13 11:22:36+04:00

რიცხვი "13" მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში უარყოფითად აღიქმება და ის წარუმატებლობასთან და უიღბლობასთან ასოცირდება. თარიღთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა არსებობს. ხოლო, განწყობა კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც 13 რიცხვი პარასკევ დღეს ემთხვევა. შუა საუკუნეებში სიკვდილით დასჯა პარასკევს ხდებოდა. ასევე, კვირის ამ დღეს იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. მე-18 საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა გემი "პარასკევი 13" გაუშვეს, რომელიც შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა. ამავე დღეს, 13 რიცხვში მსოფლიოში არაერთი უარყოფითი მოვლენა მოხდა.

ამიტომაც, იმ თვის პარასკევი, რომელიც 13 რიცხვს ემთხვევა, საკმაოდ უარყოფით დღედ აღიქმება და ბევრ ადამიანს ამ დღის უარყოფითი ენერგიის გამო ეშინია. ამიტომაც, არსებობს სია, რომელიც შეგვიძლია, გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ დღეს სირთულეები თავიდან ავირიდოთ:

რა არ უნდა გააკეთოთ პარასკევს, 13 რიცხვში?

არ დაგეგმოთ შორ მანძილზე გადაადგილება

უმჯობესია, ამ დღეს შორ მანძილზე გადაადგილება არ დაგეგმოთ და ამავდროულად, არ დაჯდეთ საჭესთან ან ძალიან ფრთხილად მართოთ მანქანა. გზებზე გართულებებისა და ავარიების რისკი იზრდება.

მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს

ითვლება, რომ ამ დღეს ხმაურიანი წვეულებების მოწყობა სარისკოა და შესაძლოა, დადებითი ემოცია უარყოფით ენერგიად გადაიქცეს. ამიტომაც, შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.

paraskevi-13-1734074805..jpg

არ დარგოთ მცენარეები

ამ დღეს მცენარეების დარგვა, გადარგვა ცუდი არჩევანია. ითვლება, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და შესაძლოა, მცენარემ ან ვერ გაიხაროს ან ისეთი ფორმის ვერ მიიღოთ, როგორიც გინდოდათ.

უარი თქვით ახალი პროექტებისა და საქმეების წამოწყებაზე

თუ შესაძლებელია, ამ დღეს ახალი პროექტებისა და საქმეების წამოწყებაზე უარი თქვით და მომდევნო დღეებისათვის გადადეთ. გარიგებები, ხელშეკრულებები სარისკოა და შესაძლოა, თქვენთვის არასასიამოვნო და არასასურველი შედეგები მიიღოთ.

ნუ ისესხებთ/გაასესხებთ ფულს

არსებობს მოსაზრება, რომ ამ დღეს ფული უარყოფით ენერგიას ატარებს. ამიტომაც, ნუ ისესხებთ და ნურც გაასესხებთ თანხას. ასევე, დიდი ფინანსური ოპერაციების განხორციელებაც არ ღირს. შესაძლოა, ფინანსური წარუმატებლობა შეგხვდეთ.

ნუ გამოხატავთ ბრაზს და ნუ უსურვებთ სხვა ადამიანებს ცუდს

პარასკევს, 13-ში, "ბუმერანგის კანონი" განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომაც, ყველა ცუდი სიტყვა, სურვილი, განზრახვა, ნეგატიური ემოცია უკან დაგიბრუნდებათ.

არ ილაპარაკოთ საკუთარ ოცნებებზე

ხშირად მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს ჩვენს ოცნებებზე ვუყვებით და სამომავლო გეგმებს განვიხილავთ. თუმცა, ჯობს, ეს ამ დღეს არ გავაკეთოთ. ითვლება, რომ ამ გზით შესაძლოა, თქვენი ოცნებების ასრულებას ხელი შეუშალოთ და ის ნეგატიური ენერგიით დატვირთოთ.

paraskevi-13-1734074832..jpg

რისი გაკეთება შეგვიძლია პარასკევს, 13-ში?

  • ამ დღეს შეგვიძლია, აფირმაციებს მივმართოთ და კეთილდღეობა მოვიზიდოთ. მაგალითად, 3-4 წუთის განმავლობაში სარკის წინ დადექით და გაიმეორეთ: "ჩემს სახლში ფული ადვილად შემოდის და ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩემთვისაა უმჯობესი." ითვლება, რომ მსგავსი აფირმაციები სახლში კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
  • უმჯობესია, ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს დაუთმოთ - წიგნები წაიკითხეთ, ივარჯიშეთ, კანის მოვლის პროცედურები ჩაიტარეთ, კინოს უყურეთ... ყველაფერი, რასაც ამ დღეს საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის გააკეთებთ, ორმაგ ნაყოფს გამოიღებს.