ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები მსოფლიოში - ყველაზე უმცროსი 19 წლისაა - მშობლები

ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები მსოფლიოში - ყველაზე უმცროსი 19 წლისაა

2024-12-14 17:40:55+04:00

გახდე მილიარდერი 19 წლის ასაკში, ნამდვილად იშვიათი წარმატებაა. მსოფლიოში, მილიარდერის საშუალო ასაკი 66 წელია, ხოლო ამ ჩამონათვალში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 102 წლისაა.

2024 წელს Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 25 განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანი მოხვდა. ისინი 33 წლამდე ასაკის არიან.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს:

livia-voigit-1734184160.jpeg

19 წლის ლივია ვოიგტი: 1.1 მილიარდი დოლარი - ბრაზილია

ლივია ვოიგტი მხოლოდ ორი თვით უმცროსია იტალიელ კლემენტ დელ ვეკიოზე და ოფიციალურად ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია მსოფლიოში.

ის არის WEG-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი. ბრენდი აწარმოებს ელექტროძრავებს, ტურბინებს და გენერატორებს.

axalgazrda_miliarderebi

20 წლის კლემენტ დელ ვეკიო: 4.6 მილიარდი დოლარი - იტალია

კლემენტე დელ ვეკიო არის ლეონარდო დელ ვეკიოს ექვსი შვილიდან ერთ-ერთი.

EssilorLuxottica-ს ყოფილი თავმჯდომარე 2022 წელს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, კლემენტემ, ექვს და-ძმასთან და დედინაცვალთან ერთად, მემკვიდრეობით მიიღო მამის ქონებიდან 12,5%-იანი წილი.

სულ რაღაც 18 წლის ასაკში ის გახდა იტალიისა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.axalgazrda_miliarderebi

20 წლის: კიმ იუნგ-იუნი: 1.6 მილიარდი დოლარი - სამხრეთ კორეა

20 წლის ასაკში კიმ ჯუნ-იუნი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია სამხრეთ კორეაში. ის და მისი უფროსი და, 22 წლის იუნგ-მინი, ფლობენ NXC-ის 18%-ს, რაც მათ ონლაინ თამაშების კომპანია Nexon-ის უმსხვილეს აქციონერებად აქცევს.

დებმა, რომელთა ღირებულებაა 1.7 მილიარდი დოლარი, მემკვიდრეობით მიიღეს თავიანთი წილი მამისგან, კიმ ჯუნ-ჯუსგან, რომელმაც Nexon 1994 წელს დააარსა.

kevin-lemani-axalgazrda_miliarderebi

22 წლის კევინ დევიდ ლემანი: 3.1 მილიარდი დოლარი - გერმანია

22 წლის კევინ დევიდ ლემანი 3.5 მილიარდი დოლარის ქონებით, გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

ის ფლობს წამყვანი გერმანული საცალო ვაჭრობის ქსელის drogerie markt -ის 50%-ს, რომელსაც დღეს 3700-ზე მეტი მაღაზია აქვს. კომპანია 1973 წელს გოეც ვერნერმა შექმნა. მომდევნო წელს ლემანის მამამ გიუნტერმა განახორციელა მასში ინვესტიცია.

განაგრძეთ კითხვა