უმძიმესი, ენით აღუწერელი ტრაგედია გუდაურში წუხელ დატრიალდა. დღეს დილით 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს.
გარდაცვლილებიდან 11 უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. ის ინდურ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.
როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი "ჰაველი", მეორე სართულზე კი - რესტორნის თანამშრომლების მოსასველენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.
"კერძო სახლია, რომელიც ეკუთვნის მარსაგიშვილებს, მათ მთლიანად ჰქონდათ გაქირავებული. პირველ სართულზე იყო ეს რესტორანი და მეორეზე - საძინებელი ოთახები. წუხელ საშინელი ქარიშხალი და სიცივე იყო, ამიტომ გაითიშა ელექტროენერგია გუდაურში. როგორც ირკვევა, მათ გენერატორი შიდა სივრცეში შეიტანეს და მთელი ღამე ამუშავეს. საუბედუროდ, გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები, ვერც ერთმა ვერ შეძლო გარეთ გასვლა. განაგრძეთ კითხვა