რა უწყობს ხელს ტყუპზე დაორსულებას - ფაქტორები, რომლებიც ტყუპის გაჩენას განაპირობებს - მშობლები

რა უწყობს ხელს ტყუპზე დაორსულებას - ფაქტორები, რომლებიც ტყუპის გაჩენას განაპირობებენ

2024-12-16 10:44:59+04:00

მსოფლიოში არსებობს ქალაქები, რომლებიც ტყუპების დაბადებით რეკორდსმენები არიან. ასეთია ბრაზილიის ქალაქი Candido Godoi, იგივე "მსოფლიოს ტყუპთა დედაქალაქი" , რადგან ყოველ 80 ოჯახზე 44 ტყუპი მოდის. ერთ-ერთმა ისტორიკოსმა გაიხსენა, რომ სწორედ ამ მხარეში იმალებოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ოსვენციმ-ბირკენაუს ბანაკის მთავარი „ექიმი“ იოზეფ მენგელე და მას შეეძლო ქალებზე გარკვეული ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, რასაც ტყუპის გაჩენის გახშირება მოჰყვა. ბრაზილიის ამ ქალაქში ტყუპების რიცხვი ბავშვების საერთო რაოდენობას შორის 10%-ია, ხოლო მსოფლიოში ეს პროპორცია 2,78%-ია. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით, მრავალნაყოფიანი ორსულობების რიცხვმა ზრდა დაიწყო და ტყუპების დაბადება უფრო გახშირდა. თუმცა, ბევრ ქალს აწუხებს კითხვა: რამ შეიძლება გავლენა იქონიოს ოჯახში ტყუპების დაბადებაზე?

რა შეიძლება ხელს უწყობდეს მრავალნაყოფიან ორსულობას?

1. მემკვიდრეობითობა

ექიმებმა შენიშნეს, რომ არის ოჯახები, რომლებშიც ტყუპებისა გაჩენისადმი მიდრეკილებაა. ასევე ხდება, რომ ერთი ქალი სიცოცხლის განმავლობაში აჩენს რამდენიმე წყვილ ტყუპს. მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენს ბებიას ტყუპები ჰყავდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად გეყოლებათ.

2.ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი

21-ე საუკუნეში ტყუპების გაზრდილ რაოდენობას ხშირად ინ ვიტრო მეთოდს მიაწერენ, რომელსაც მრავალი წყვილი მიმართავს. მართლაც, წარსულში, ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ხშირად ხდებოდა რამდენიმე ემბრიონის იმპლანტაცია, რომ ერთი მაინც დამაგრებულიყო. მაგრამ ესენი არ იყვნენ იდენტური ტყუპები, არამედ ორი განსხვავებული, შესაძლოა საპირისპირო სქესის ბავშვი. მაგრამ, ვინაიდან, შედეგად გართულებული მრავალნაყოფიანი ორსულობების მიიღეს, ბევრმა ქვეყანამ მიატოვა ეს პრაქტიკა. ჩვენს დროში ნაკლებად სავარაუდოა, დაარწმუნოთ ექიმი ორი ან მეტი ემბრიონის ერთდროულად გადატანაზე.

3. საკვერცხის სტიმულაცია

როდესაც უნაყოფობაა, ყველა ქალი დაუყოვნებლივ არ მიმართავს ინ ვიტროს. მაგრამ არსებობს ოვულაციის პრობლემები, რომლის დროსაც საკვერცხეების სტიმულირება შესაძლებელია ჰორმონალური პრეპარატებით. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების შეწყვეტის შემდეგ ოვულაციის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენებისას. შემდეგ იზრდება ორი საკვერცხის ერთდროულად მომწიფების რისკი, რის შედეგადაც ტყუპები ისახება.

უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია კიდეც, რომ თითოეული კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს სხვადასხვა პერიოდში, რამდენიმე დღის სხვაობით. ისტორიაშიც კი ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორი შვილი ერთ ციკლში სხვადასხვა მამაკაცისგან გაუჩენიათ. და ეს ყოველთვის არ ხდება სტიმულაციის შემდეგ. ზოგჯერ ორი კვერცხუჯრედი ჩარევის გარეშე, სრულიად ბუნებრივადაც მწიფდება ერთ ციკლში.

სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მრავალნაყოფიან ორსულობას:

  • 30-35 წელზე უფროსი მშობიარე;
  • ხშირი მშობიარობა - რაც უფრო მეტია მშობიარობა, მით მეტია ტყუპბზე დაორსულების ალბათობა;
  • ანომალია საშვილოსნოს განვითარებაში (დუბლირება).
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა, რომლის დროსაც ქალის სხეულში ვითარდება ორი ან მეტი ნაყოფი, ჯერ კიდევ იშვიათია ევროპის უმეტეს ქვეყნებში, სიხშირე 0,7-დან 1,5%-მდე მერყეობს; და, რა თქმა უნდა, არ არსებობს რეცეპტი, თუ როგორ უნდა დაორსულდეთ ტყუპზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მრავალნაყოფიანი ორსულობა არის არა ფიზიოლოგიური, არამედ პათოლოგიური ორსულობა!

როგორ გავიგოთ ექოსკოპიამდე, რომ ტყუპს ელოდებით?

  • ძლიერდება ძილიანობა და დაღლილობა.
  • ტოქსიკოზი ორსულობის პირველივე დღეებიდან იწყება.
  • ბავშვის მოძრაობები შეიძლება ადრე იგრძნობოდეს.

  • პაციენტთა უმეტესობას ადრეულ ეტაპებზე აღენიშნება ვარიკოზული ვენები.
  • არტერიული წნევის მერყეობა უფრო გავრცელებული პრობლემაა.
  • წონაში სწრაფად მატება. თუ ჩვეულებრივი ორსულობისას პაციენტი იმატებს 10-12 კგ-ს, მრავალნაყოფიანი ორსულობისას - 20კგ-მდე მატება ძალიან ხშირია.