როგორ ვაქციოთ ნაძვის ხის მორთვა პატარა ჯადოსნურ დღესასწაულად - მშობლები

როგორ ვაქციოთ ნაძვის ხის მორთვა პატარა ჯადოსნურ დღესასწაულად

2024-12-17 10:47:11+04:00

ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია საახალწლო მზადების პერიოდში. ეს პროცესი შეიძლება რუტინული საქმიანობიდან ნამდვილ ჯადოსნურ რიტუალად აქციოთ, რომელიც ოჯახს და მეგობრებს გააერთიანებს.

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს მე-16 საუკუნის გერმანიიდან იღებს, სადაც მორთული ხეები სახლში საახალწლო დღესასწაულებისთვის შემოჰქონდათ. ეს იყო ცხოვრების აღორძინებისა და კეთილდღეობის სიმბოლო. ტრადიცია სწრაფად გავრცელდა ევროპასა და სხვა ქვეყნებში და დღეს ნაძვის ხე საახალწლო სიხარულის მთავარი სიმბოლოა.

გაინტერესებთ, როგორ შექმნათ განსაკუთრებული და თბილი ატმოსფერო? ნახეთ 5 რჩევა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, ნაძვის ხის დადგმის პროცესი ჯადოსნურ რიტუალად აქციოთ:

1. დაიწყეთ სადღესასწაულო განწყობის შექმნით

nazvis-xis-mortva-1-1734418159.jpg

მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საახალწლო ატმოსფეროს შექმნაში. ჩართეთ თქვენი საყვარელი საშობაო მელოდიები, როგორიცაა "Jingle Bells" ან "Silent Night". youtube-ზე მოძებნეთ საშობაო სიმღერების "ფლეილისტი". თუ მუსიკა საკმარისი არ არის, შეგიძლიათ ფილმიც ჩართოთ ფონად, მაგალითად "Home Alone". ასე, მყუდრო და სადღესასწაულო განწყობა გარანტირებული იქნება!

2. გახადეთ მორთვის პროცესი ოჯახური რიტუალი

nazvis-xis-mortva-2-1734418215.jpg

ნაძვის ხის მორთვა შეიძლება საერთო საქმიანობად აქციოთ. თითოეულ წევრს მიეცით თავისი როლი: ერთმა სათამაშოები შეარჩიოს, მეორემ განათებები გაანაწილოს, ხოლო ბავშვებმა თავიანთი საყვარელი დეკორაციები დაამაგრონ. ამ პროცესში ერთმანეთს დაეხმარეთ და ისიამოვნეთ საერთო საქმით.

3. მოამზადეთ ცხელი შოკოლადი რიტუალისთვის

nazvis-xis-mortva-5-1734418303.jpg

ცხელი შოკოლადი ზამთრის დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია. სანტას საყვარელი სასმელი ნამდვილად ქმნის დღესასწაულის ჯადოსნურ ატმოსფეროს, რომელიც ნაძვის ხის მორთვის პროცესს განსაკუთრებულობას შემატებს.

გთავაზობთ მარტივ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა "დღის" რძე
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 50 გრ შოკოლადის ნატეხები
  • ნაღები და მარშმელო დეკორაციისთვის

მომზადება:

  1. გემრიელი რძე ცხელი შოკოლადის საფუძველია. გემოვნური თვისებებით, შესაფერისია ნატურალური "დღის" რძე. თუ დიეტას იცავთ, ან კალორაჟს აკონტროლებთ, აირჩიეთ დაბალცხიმიანი ვარიანტი

nazvis-xis-mortva-6-1734418385.jpg

საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ რძე და შეურიეთ კაკაო და შაქარი. ურიეთ, სანამ მთლიანად გაიხსნება.

  1. რძეში დაამატეთ შოკოლადის ნატეხები და ურიეთ, სანამ მთლიანად გადნება. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შოკოლადის ჩიფსები, ასევე ფილა (70%-იანი).
  2. ცხელი შოკოლადი დაასხით ჭიქებში, დაამატეთ ნაღები და მარშმელო.

4. მოყევით ნაძვის ხესთან და შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ისტორიები ბავშვობიდან

nazvis-xis-mortva-7-1734418543.jpg

ნაძვის ხე ყოველთვის იყო ბავშვობის ჯადოსნური მოგონებების მთავარი გმირი, რომლის გარშემოც დღესასწაულის ყველაზე თბილი და ემოციური მომენტები გროვდებოდა. ყოველ ნაძვის ხეს განსაკუთრებული ისტორია უკავშირდება.

5. ითამაშეთ სამაგიდო თამაში

nazvis-xis-mortva-8-1734418668.jpg

ნაძვის ხის მორთვის შემდეგ, როცა ოთახში საახალწლო სითბო და მყუდროება დაისადგურებს. მშვენიერი იდეაა, ოჯახთან ერთად, გემრიელი წასახემსებლის თანხლებით ითამაშოთ სამაგიდო თამაში. ეს არამარტო სახალისოა, არამედ აძლიერებს ოჯახურ კავშირს და აერთიანებს ყველას ერთ მხიარულ აქტივობაში. აირჩიეთ ისეთი თამაში, რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება, მაგალითად, "Uno", "Monopoly" ან თამაში საახალწლო თემატიკით.

რაც შეეხება ხემსს, მარტივი და სწრაფი იდეაა ხრაშუნა იტალიური ბრუსკეტები "შეფმაისტერის" "სალიამი დი ნაპოლით". დაგჭირდებათ: "შეფმაისტერის" გამორჩეული, ნედლად შებოლილი პროდუქტი "სალიამი დი ნაპოლი", ხრაშუნა პური, პომიდორი და ორეგანო. ბოლოს კი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი, არომატული ბაზილიკი!

nazvis-xis-mortva-9-1734418789.jpg

ორიოდე წუთი და უგემრიელესი ბრუსკეტა მზადაა!

ნაძვის ხის მორთვა არის შესაძლებლობა, შეკრიბოთ ოჯახი, შექმნათ ახალი მოგონებები და გალამაზოთ თქვენი დღესასწაული.

NS