რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 წლის სანდრო ქინქლაძე, რომელსაც სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გუშინ გათავისუფლდა. უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები პირდაპირ ეთერში, როდესაც სანდრო გათავისუფლების შემდეგ კომენტარს მედიას აძლევდა და მასთან მოულოდნელად დედა მივიდა.დედა-შვილის ემოციურ შეხვედრას უამრავი გამოხმაურება აქვს.
"მე სანდრო ქინქლაძის დედა ვარ. ყველას კომენტარი წავიკითხე, როგორ გყვარებიათ ჩემი ანარქისტი ანანია. მას სამშობლოს სიყვარულისთვის თავისუფლება აღუკვეთეს. ეს უსამართლობაა. უსამართლობისთვის მებრძოლი მრავალი გმირი ახსოვს საქართველოს.
თქვენც შეხვალთ ისტორიაში, როგორც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა. ყველას უღრმესი მადლობა სანდროს ქომაგობისთვის. ჩემი გამხდარი ბიჭი რომ მიცემოს ვინმემ, რა ვქნა? ყველას დაგლოცავთ სანდროს თამადობით! გეცხოვროთ გაბრწყინებულ საქართველოში!".
ბოლო დღეებში სანდრო ქინქლაძისა და მისი მშობლების ისტორია ბევრმა მოისმინა. ამჯერად საინტერესო ამბავს წერს ჟურნალისტი დუდანა ზაქარაია, რომლის დეიდაშვილია სწორედ გუშინ გათავისუფლებული 18 წლის ბიჭი.
"დეიდაჩემზე უნდა მოგიყვეთ. მის გარდა კიდევ ორი დეიდა მყავდა, ორივე ტრაგიკული ბედით, ერთი ბაგრამიანის ბატალიონის ქალებმა მოგვიკლეს ომის დროს, მეორეს შვილი მოუკლეს და სულ ახლახან კიბოთი გარდაგვეცვალა - დებმა ენგურის ხიდზე გადააცილეს, რადგან შვილთან უნდოდა დასაფლავება. განაგრძეთ კითხვა