"ზუსტად 5 წელი გახდა, ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა... 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…" - ანა ჯაბაური - მშობლები

"ზუსტად 5 წელი გახდა, ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა... 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…" - ანა ჯაბაური

2024-12-20 13:52:36+04:00

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ექიმი ანა ჯაბაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობაზე:

"ზუსტად 5 წელი გახდა ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა მილიმეტრობით წინსვლისთვის, ბრძოლა გართულებების დაძლევისა და თავიდან დაწყებისთვის, ბრძოლა სულიერი წონასწორობისა და გამძლეობისთვის; რაღა დაგიმალოთ, და, ბრძოლა ღრმად ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის...
5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ჩვენი ცხოვრება საქართველოსა თუ უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებისა თუ აპარატურის ძიება-მოპოვებადაა ქცეული. 5 წელია ვერ ვდუნდებით ვერც ერთი წუთი, ვერც ერთი დღე და ვერც ერთი ღამე…
5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…
5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვადექით თავზე, და, 5 წლის შემდეგ, აი, ახლაც, ერთად ვართ ცოტნესთან. გიორგიც მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5 წლის წინ…"