39 წლის მომღერალი ლანა დელ რეი თანამედროვე მომღერლებს შორის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, არამედ - მდიდარიც. მისი ქონება 30 მლნ დოლარად არის შეფასებული.
ამიტომაც იყო განსაკუთრებულად მოულოდნელი და სენსაციური მისი ქორწილი, რომელიც საიდუმლოდ შედგა, საკმაოდ იაფი ვინტაჟური საქორწილო კაბით და რაც მთავარია, სასიძო არ იყო საზოგადეობისთვის ცნობილი სახე ან მდიდარი ბიზნესმენი. ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა საპატარძლომ თავისი ბედი 56 წლის გიდსა და მონადირეს ჯერემი დიუფრენს დაუკავშირა.
ქორწილი შემოდგომაზე შედგა, თუმცა მაშინ მხოოდ პაპარაცული შორი კადრები გამოჩნდა მედიაში.
ამჯერად კი ინტერნეტში პირველი ოფიციალური ფოტოც გამოქვეყნდა და საზოგადოებამ იხილა ცნობილი კაბა. ფოტო ბრენდ CINQ-ს დიზაინერებმა გამოაქვეყნეს - სწორედ ამ ბრენდის კაბა ეცვა ლანას.
ლანა და ლუზიანელი გიდი ჯერემი დიუფრენი, რომელსაც მედიაში "ალიგატორებზე მონადირეც" შეარქვეს, ოთხი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მომღერალი ალიგატორების ნაკრძალს სტუმრობდა. მათი რომანის შესახებ კი წელს აგვისტოში გავრცელდა ხმები, როცა ლანამ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და მალევე წაშალა.
ქორწილიც ლუიზიანაში შედგა, დეს-ალემანდეს ყურესთან - სწორედ აქ აწყობს ვარსკვლვის ქმარი თავის პოპულარულ ტურებს ნავებით ჭაობებში, სადაც ალიგატორები ბინადრობენ.
ლანასთვის ეს პირველი ქორწინებაა, ჯერემისთვის - მეორე.