13 წლის ასაკში გაკეთებული აბორტი და ალკოჰოლიზმი... - ამანდა ბეინსი, რომელსაც პოპულარობამ ცხოვრება დაუნგრია, ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ ბრუნდება - მშობლები

13 წლის ასაკში გაკეთებული აბორტი და ალკოჰოლიზმი... - ამანდა ბეინსი, რომელსაც პოპულარობამ ცხოვრება დაუნგრია, ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ ბრუნდება

2024-12-24 08:36:47+04:00

1990-2000-იანი წლების ვარსკვლავი, ამერიკული კომედიების და საოჯახო ფილმების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი დღეს ბევრისთვის იმის ნიმუშია, თუ რა უარყოფითი შედეგები აქვს პოპულარობას და ვარსკვლავობას, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. 38 წლის მსახიობი, რომელიც წლებია გაერიდა საჯარო ცხოვრებას, ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. ამჯერად გამოფენაზე გამოჩნდა, სადაც საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. ამანდა ხატვის პარალელურად ბოლო წლებში მანიკურის სპეციალისტად გადაკვალიფიცირდა და ამ საქმიანობით არის დაკავებული.

hakk-1-1735025183.jpg

გარეგნულად მკვეთრად არის შეცვლილი და ამის გამო ხშირად იპყრობს პაპარაცების ყურადღებას. 2010 წელს დატოვა კინოინდუსტრია ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ. წონაში მოიმატა, პირსინგები გაიკეთა, ტატუები და მკვეთრ მაკიაჟს ამჯობინებს. ერთხელ აღიარა, რომ პოპულარობის პერიოდში უმძიმესი ტრავმები გადაიტანა და მათ შორის, 13 წლისამ აბორტი გაიკეთა.

mm-film-top10-amanda-bynes-movies-s7a1j3-alt-ls-1735026857.jpg

ის ჰოლივუდმა დაამსხვრია... ნუ ესწრაფვით ბავშვის გავარსკვლავებას... - ყველასთვის საყვარელი ამანდას ახალმა ფოტოებმა მორიგი აჟიოტაჟი გამოიწვია