ლეგენდარული "რომეო და ჯულიეტას" ვარსკვლავი, მსახიობი ოლივია ჰასი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების წინ რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ერთ-ერთ სპექტაკლში აღმოაჩინა და ჯულიეტას როლი ანდო. კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ გარდა ნინო როტას საოცარი მუსიკისა, დეკორაციებისა და მთელი სამსახიობო ანსამბლისა, "რომეო და ჯულიეტას" მთავარი ხიბლი სწორედ მსახიობთა ეს წყვილი იყო - გენიალურად შერჩეული რომეო და ჯულიეტა.
ილივია ჰასი 16 წლის იყო, როდესაც ჯულიეტას როლი მიიღო. ამ ფილმის შემდეგ რეჟისორმა მას ღვთისმშობლის როლიც ანდო სურათში „იესო ნაზერეველი“. შემდეგ იყო ასევე საკმაოდ ცნობილი პერსონაჟი - დედა ტერეზას როლი ბიოგრაფიულ ფილმში. 2014 წელს კი "რომეოსთან", ლეონარდ უაიტინგთან ისევ დააწყვილეს სურათში „სოციალური თვითმკვლელობა“.
სხვათა შორის, ორივე მსახიობმა წლების შემდეგ Paramount Pictures-ს უჩივლა. მათი თქმით, მიზეზი ისაა, რომ ისინი არასრულწლოვნები იყვნენ, როცა "შიშველ სცენაში" გადაიღეს.
როგორც მსახიობები ისხენებდნენ, კინოსურათის გადაღებისას რეჟისორმა მათ უთხრა, რომ ფილმში სიშიშვლე არ იქნებოდა და მათ ხორცისფერ საცვლებს ჩააცმევდნენ, მაგრამ მოგვიანებით, აზრი შეიცვალა. გადაღების ბოლო დღეს ძეფირელი ამბობდა, რომ "ფილმი ჩავარდებოდა" თუ მსახიობები შიშვლები არ იქნებოდნენ. საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსახიობმა ჯულიეტას როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.
ოლივია ჰასი არგენტინაში დაიბადა, თუმცა ბავშვობაშივე ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მას სამი შვილი დარჩა. მსახიობი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.