გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის ვაჟი, სტუდენტი ივიკო კუზანოვი, აქციებზე იდგა იმის მიუხედავად, რომ მისი ოჯახის წევრები სხვანაირად ფიქრობენ. აქციაზე ის დაშავდა კიდეც. ამ თემაზე ივიკომ ტევე-პირველთან ისაუბრა:
"ჭავლის მოსხმა რომ დაიწყეს, ჩამოვვარდი... ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მეგობრების გვერდით დგომა, მე მათ მარტო არ დავტოვებდი. მეორე მიზეზი ის არის, რომ არ მჯერა, ეს მთავრობა როგორც იქცევა, მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, არ ვეთანმხები, ახლა რა კურსითაც მიდის. ევროპული მომავალი მსურს და მინდა ეს ტრაექტორია შეიცვალოს".
მოგვიანებით ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში ივიკოსთან დაკავშირებით კომენტარს, თითქოს შვილს ზურგი აქცია, ასე უპასუხა:
"საიდან მოიტანეთ, რომ ზურგი ვაქციე, ავუხსენი რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, რისთვისაც ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ, და ივიკოსაც დედა ურჩევნია ყველას და ყველაფერს".