"ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ოჯახთან გატარებული დროა..." - ლეგენდარულმა კლაუდია შიფერმა ისაუბრა, თუ როგორ დათმო წარმატებული კარიერა ქმარ-შვილისთვის - მშობლები

როგორ დათმო ლეგენდარულმა კლაუდია შიფერმა წარმატებული კარიერა ქმარ-შვილისთვის - "ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ოჯახთან გატარებული დროა..."

2024-12-30 11:23:30+04:00

54 წლის კლაუდია შიფერი 1990-იანი წლების ლეგენდარული მოდელების პლეადიდანაა. კლაუდია, ნაომი, სინდი, ლინდა და კიდევ რამდენიმე მოდელი სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში. თუმცა გერმანელმა კლაუდიამ დაქორწინების შემდეგ ძალიან მალე უარი თქვა კარიერაზე და მთლიანად ოჯახს მიუძღვნა თავი. ახალ ინტერვიუში სწორედ ამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთოდ არ ნანობს.

კლაუდიას თქმით, 20 წლისა მსოფლიოში მოგზაურობდა, დიდი წარმატებები ჰქონდა, კარიერაზე ფიქრობდა მხოლოდ და ძალიან ბევრს შრომობდა მიზნის მისაღწევად. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ცოლი და დედა გახდა.

"ვამაყობ ჩემი შვილებით, ისინი ძალიან უბრალოები არიან და მათი კეთილდღეობა ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, შემეძლო უფრო ხშირად პოდიუმებზე გამოსვლა, ფოტოსესიებსა და პროექტებში მონაწილეობა, თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ბალანსის შენარჩუნება, რაც მაძლევს საშუალებას, დრო გავატარო ოჯახთან და ახლობლებთან, როცა მათ მე ვჭირდები, ახალი სარეკლამო კამპანია კი მოიცდის", - აღნიშნა კლაუდიამ, რომელიც სამი შვილის დედაა.

scale-1200-1735544122.jpg

კლაუდია 53 წლის მეთიუ ვონზეა დაქორწინებული - ბრიტანელ არისტოკრატზე, რომლის ნამდვილი გვარი დე ვერ დრამონდია. მამამისი მეფე გეორგ მეოთხის ნათლული იყო. წყვილს 21 წლის კასპერი, 20 წლის კლემენტინა და 14 წლის კოზიმი ჰყავს.

fae4a1feddb0b640e266ea7ae4ddbb8a-cropped-666x475-1735544122.jpg

ლეგენდარული კლაუდია შიფერის 19 წლის ქალიშვილი ინტერნეტსივრცეს იპყრობს
როგორ ცხოვრობს ახლა მოდის ლეგენდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კლაუდია შიფერი - სკოლაში სულაც არ მიმიჩნევდნენ ლამაზად... სხვა გოგონებს ირჩევდნენ ხოლმე