შვილისა და ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ჯონ ტრავოლტას ყველაზე დიდი იმედი მისი ქალიშვილია, რომელმაც წონაში მკვეთრად დაიკლო და მსახიობი გახდა - მშობლები

შვილისა და ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ჯონ ტრავოლტას ყველაზე დიდი იმედი მისი ქალიშვილია, რომელმაც წონაში მკვეთრად დაიკლო და მსახიობი გახდა

2024-12-30 12:16:14+04:00

ჯონ ტრავოლტას ქალიშვილი, 24 წლის ელა ბლუ ტრავოლტა მსახიობი გახდა და სულ უფრო ხშირად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე მამის გვერდით. ის განსაკუთრებულად დაუდგა მხარში მამას ოჯახის ტრაგედიების შემდეგ - როგორც ცნობილია, 2009 წელს ჯონ ტრავოლტას ვაჟი, 16 წლის ჯეტი გარდაიცვალა. მას აუტიზმი ჰქონდა, კავასაკის სინდრომი და ეპილეფსია. ეპილეფსიური შეტევის დროს აბაზანაში დაეცა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი გაუჩნდა - მენჯამინი, რომელიც ახლა 14 წლისაა. თუმცა რა თქმა უნდა, ბენჯამინმა ოჯახს ჯეტი ვერ დაავიწყდა. ჯონი და მისი მეუღლე ძალიან განიცდიდნენ დანაკარგს. რამდენიმე წელში კი მსახიობ კელი პრესტონს, ჯონის ცოლს, სიმსივნე აღმოაჩნდა და 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

jon1-1735547276.jpg719584-thumb-full-720-s200713-travoltamorte-1735547276.jpg

მას მერე ჯონი ქალიშვილთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს და სოციალურ ქსელში ხშირად უძღვნის ემოციურ პოსტებს გარდაცვლილ ცოლსა და ვაჟს.

f3e6987ccc0e4cd4bad0a3505e27bb9e-xl-1735547276.webp

ელა ბლუ, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა, რამდენიმე კინოროლით უკვე იწონებს თავს. მოზარდობის ასაკში ზედმეტ წონას ებრძოდა და რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ფორმაში ჩამდგარიყო. ახლა კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით და ფოტორეპორტიორების წინაც სიამოვნებით პოზირებს.

john-travolta-and-his-daughter-ella-bleu-travolta-1735547276.webpell-bleu-travolta-mc-241104-5f4e67-1735547276.webp90f8812c2969-john-ella-travolta-academy-gala-1735547276.jpg.webp

john-travolta-daughter-ella-attend-paris-olympics-05-1735547276.jpg