არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, არასრულწლოვნებს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
როგორც ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა წერს, ავტომანქანა 4 ადამიანს დაეჯახა. 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა სტაბილურია.
"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია... ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანა დაეჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა სტაბილურია..." - წერს სამირა ბაირამოვა.