„პეპელა“ და  „სუპერგმირი“ საახალწლოდ პატარების დასახმარებლად გაერთიანდნენ - მშობლები

„პეპელა“ და  „სუპერგმირი“ საახალწლოდ პატარების დასახმარებლად გაერთიანდნენ

2024-12-31 14:17:26+04:00

საქველმოქმედო პლატფორმა „სუპერგმირი“ და მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ წინასაახალწლო კოლაბორაციის ფარგლებში ბავშვებს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

462567098-567200146281859-7391294237117847527-n-1735640572.jpg

კომპანიამ ბენეფიციარები სათამაშოებითა და სხვა საახალწლო აქსესუარებით დაასაჩუქრა.

467379032-1297584567933594-5524656627080223336-n-1735640572.jpg

როგორც „პეპელაში“ აღნიშნავენ, შეეცადნენ, მოერგოთ თოვლის ბაბუის როლი და პატარებისთვის ჯადოსნური ახალი წლის მოწყობაში თავიანთი წვლილი შეეტანათ:

„ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ კამპანია „ყველაფერი დაიწყო წერილით“, რომლითაც გვინდოდა გვეთქვა, რომ სურვილები ხდება და ახალი წლის ღამე მართლაც ჯადოსნურია.

471658462-1749589302465820-6207870141745931125-n-1735640573.jpg

„სუპერგმირის“ მიზანი და ჩვენს მთავარ სათქმელს პირდაპირ ეხმიანებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა პატარებისთვის დაუვიწყარი წლის მოწყობაში და აგვესრულებინა მათი სურვილები. სასიხარულოა, რომ „სუპერგმირის“ პროექტმა ამის შესაძლებლობა მოგვცა, ახალი წლის დღეების გალამაზებაში მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათი წვლილი მართლაც განსაკუთრებულია“, - განმარტეს „პეპელაში“.

467623840-557226923846610-6450078553148355198-n-1735640573.jpg

პლატფორმა Supergmiri.ge რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, თავისი სურვილით აირჩიოს ბავშვი და ყოველთვიურად დაეხმაროს მას.

დონაციის 100% ბენეფიციარს ხმარდება. „სუპერგმირი“ ათობით ბიზნესთან და მოხალისესთან ერთად ეხმარება ბავშვებს ზრუნავს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და დღესასწაულების გაფერადებაზე. იქეცით „სუპერგმირად“ და გახადეთ მათი ცხოვრება უკეთესი, ვისაც თქვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. დამატებითი დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

R