პატარა გიოს ამბავი, რომელმაც ყულაბაში მოგროვილი ფული - 70 ლარი, ხანდაზმულებს აჩუქა, უამრავმა ადამიანმა გაიგო. დანტესი ფოტოგრაფის მიერ გავრცელებული ვიდეო, თუ როგორ ხსნის გიო ყულაბას, სადაც ტელეფონისთვის აგროვებდა ფულს, ასი ათასობით ადამიაანმა ნახა. "მინდა ეს ვიდეო იყოს იმის მაგალითი რომ, ამ სამყაროში სიკეთე არსად და არადროს არ იკარგება", - ამ სახელწოდებით გაავრცელა ვიდეო დანტესმა.