ამ წყვილს - ფაჰრიე ევჯენს და ბურაკ ოზჩივიტს, ბევრი იცნობს, რადგან გარდა ცალ-ცალკე შესრულებული როლებისა, მშვენიერი დუეტი შექმნეს ყველასთვის საყვარელი ფილმის "ნარჩიტა - მომღერალი ჩიტი" ახლებურ ვერსიაში. სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო მათი რომანი და მყარ წყვილადაც იქცნენ. დღეს ორი შვილი ჰყავთ და ასე ოჯახურად მიულოცეს გულშემატკივრებს ახალი წელი.
წყვილი უკვე 8 წელია ერთადაა და თურქულ კინოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად იქცნენ.
სხვათა შორის, ფაჰრიე ევჯენს კავკასიური წარმომავლობა აქვს.
1986 წლის 4 ივნისს დაიბადა გერმანიაში, დიუსელდორფთან ახლოს ქალაქ ზოლინგენში. მამა თურქია, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან ცხოვრებისეული გარემოებების გამო გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში. დედა კი კავკასიელია, ჩერქეზი. ფაჰრიე ყველაზე უმცროსია ოთხ ქალიშვილს შორის.
ბავშვობა გოგონებს არც ისე ბედნიერი ჰქონდათ. 1990-იან წლებში გერმანიაში ნეონაციონალისტები აპროტესტებდნენ მიგრანტების მასობრივ მიდინებას, რაც მათ სამუშაო ადგილების დაკარგვითაც ემუქრებოდა ხოლმე. ამან გამოიწვია ის ძალადობის აქტები, რაც იმ წლებში მოხდა.
ზოლინგენში ხანძარი გერმანელი თურქებისთვის მძიმე პერიოდის პიკი იყო: 1993 წლის მაისში ხანძარს ერთი თურქული ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა, 14-მა თურქმა მძიმე ტრავმები მიიღო. ეს ფაქტები სამუდამოდ დაამახსოვრდა ფაჰრიეს, რომელიც მაშინ ოჯახთან ერთად სახლის სარდაფში იმალებოდა, ნაციონალისტებს რომ არ ეპოვათ და არ მოეკლათ.
გერმანიაში ამ მოვლენებს ანტიქსენოფობიური მიტნგების ტალღა მოჰყვა, ხანძრის მომწყობები დასაჯეს. თანდათან სიტუაცია დალაჰდა და დებმა ევჯენებმაც მშვიდად განაგრძეს სკოლაში სიარული.
ფაჰრიე განსაკუთრებული ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისწავლა რამდენიმე ენა, მათ შორის, მშობლიურ თურქულ ენაზეც თავისუფლად საუბრობდა. კალათბურთის გუნდშიც იყო, თეატრალურ სტუდიაშიც მუდმივად იყო დაკავებული.
კითხვაც ძალიან უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი დიუსელდორფის უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარა.
2005 წელს დედასთან ერთად სტამბოლში ჩავიდა არდადეგების გასატარებლად და ასე შეიცვალა მისი ბედი. ლამაზი გოგონა ტელესტუდიის თანამშრომლებმა შენიშნეს და კინოსინჯებზე მიიწვიეს. როლზეც მალევე დაამტკიცეს და დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა ფილმებსა და სერიალებში. 19 წლისა სულაც გადასახლდა თურქეთში, ბოსფორის უნივერსიტეტში გადაიტანა საბუთები და წარმატებითაც დაასრულა, ისტორიკოსის დიპლომით.
2013 წელს შეასრულა როლი, რომლითაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა - "ნარჩიტა - მომღერალი ჩიტი" მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა არა მარტო კარიერული თვალსაზრისით. არამედ აქ გაიცნო მომავალი ქმარი, რომელთან მისი დუეტიც ყველაზე ლააზ ერანულ წყვილად აღიარეს.
მისი პარტნიორი ბურაკ ოზჩივიტი უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი 1984 წელს დაიბადა სტამბოლში, თურქი მსახიობის ოჯახში. ამიტომ თავიდანვე შეეჩვია შოუბიზნესურ ცხოვრებას და მსახიობის ცხოვრებას.
მამასთან ერთადკარგი გარეგნობის გამო თავიდანვე აქცევდნენ ყურადღებას და სამოდელო ბიზნესშიც ადრეულ ასაკში ჩაერთო.
2003 წელს "თურქეთის საუკეთესო მოდელის" ტიტული მოიპოვა, ხოლო 2005 წელს მეორე ადგილზე გავიდა კონკურსზე "მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი მოდელი".
2006 წლიდან მოხვდა კინოსა და ტელევიზიაში და გავარსკვლავდა კიდეც მალე.
"ნარჩიტაში" რომ მიიწვიეს, მალევე მოიხიბლა ფაჰრიე ევჯენით. თუმცა იმ დროს რჩეული ჰყავდა - მოდელი მდიდრი და გავლენიანი ოჯახიდან, ჯეილან ჩაპა. გოგონას მალე დაშორდა და 2015 წელს გამოაცხადა, რომ ფაჰრიე უყვარდა. 2016 წელს ოფიციალურად სთხოვა ხელი.
2017 წელს წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. 500-კაციანი ქორწილი საიდ ჰაილმ ფაშას რეზიდენციაში - სტამბოლის ისტორიულ ნაგებობაში შედგა, ბოსფორის სანაპიროზე.
თურქების საყვარელ წყვილს 2019 წელს ეყოლა ვაჟი.