საშობაოდ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ქართული და ინგლისურენოვანი საშობაო სიმღერებით მიულოცა შობა გულშემატკივრებს, მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ კი შვილების საახალწლო განწყობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
წყვილი შვილებთან ერთად დიდხანს იყო საზღვარგარეთ. ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი - ბრაზილიაში. თუმცა ბოლო პერიოდია, საქართველოში არიან, ბავშვებიც ხშირად ნახულობენ ბაბუას - ბიძინა ივანიშვილს.
წინასაახალწლო პერიოდი ზამთრის კურორტზე გაატარეს და იქვე უმასპინძლეს ცნობილ ბრაზილიელ მსახიობსა და ბლოგერს Gkay-ს, რომელიც აქტიურად აქვეყნებდა სახალისო ვიდეოებს საქართველოდან.