ლიზა ჩიჩუა, რომელიც ამჟამად ორსულობის მეცხრე თვეშია და მეორე შვილს ელოდება, საშობაოდ უნიკალურ კადრებს ავრცელებს - თუ როგორ ასრულებდა შობას "ალილოს" მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად.
ცნობილია, რომ ბავშვობაში ლიზა აქტიურად მღეროდა. მისი ოჯახის წევრებმა - ექიმმა მშობლებმა და და-ძმამ, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი არაერთხელ გამოავლინეს სატელევიზიო გადაცემებში თუ თავად ლიზას ქორწილში, რომელიც ნამდვილ კონცერტს ჰგავდა. მოგეხსენებათ, ლიზას მეუღლე, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია, უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტია, შესაბამისად, არაჩვეულებრივად ცეკვავს და მას და ლიზას საოცარი ტანდემი გამოუვიდათ საკუთარ ქორწილში.