ცნობილი "ადამიანი ობობა", 28 წლის ტომ ჰოლანდი და მისი მისი ვარსკვლავური პარტნიორი, 28 წლის ზენდეია სადღესასწაულო დღეებში დაინიშნენ.
ოქროს გლობუსის რიგით 82-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ზენდეია ლუი ვიტონის მდიდრულ კაბაში გამოჩნდა. მაგრამ ბევრმა ყურადღება არა მხოლოდ მსახიობის ბრწყინვალებას, არამედ მისი მარცხენა ხელის თითზე მოკაშკაშე ბეჭედს მიაპყრო. ბეჭდის ცენტრში დიდი ბრილიანტია, რომლის არშემჩნევაც შეუძლებელი იყო, თუ გავითვალისწინებთ დიდი ხნის ჭორებს, რომ წყვილი მზად არის შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად, ბეჭედი, ფაქტობრივად, ყვირის, რომ მალე ვიხილავთ რეპორტაჟს ობობას და მის შეყვარებულის ქორწილიდან.
ზენდეიას ბეჭედი ცნობისმოყვარე გულშემატკივრებისთვის ეჭვების ნამდვილი დადასტურება იყო. ტომ ჰოლანდმა მას სადღესასწაულო პერიოდში სთხოვა ხელი. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, ეს მოხდა „სადღაც კათოლიკურ შობასა და ახალ წელს შორის“. დააკვირდით, როგორ პოზირებს ზენდაია წითელ ხალიჩაზე, შეგნებულად უჭირავს ხელი ბეჭდით წინ, და მსახიობი სრულიად კმაყოფილი გამოიყურება. ყველაზე ყურადღებიანებმა მსახიობის სხეულზე მისი საყვარელი "ობობის" ინიციალებით ტატუც შენიშნეს.
როდის და როგორ გაიმართება ქორწილი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან წყვილს ამაზე არც უფიქრია - მეტისმეტად მოუცლელები არიან. ნიშნობა მოკრძალებული, მაგრამ ძალიან რომანტიული გახლდათ.
ტომმა და ზენდაიამ ერთმანეთი 2016 წელს, "ადამიანი ობობას" გადაღებებზე გაიცნეს და მაშინვე დამეგობრდნენ. როგორც ტომმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მას პოპულარობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ზენდეიამ ეს ყველაფერი ბავშვობაშივე გამოსცადა და მუდმივად აძლევდა რჩევებს პარტნიორს, საბოლოოდ კი მეგობრობა უფრო მეტში გადაიზარდა.