ლოს-ანჯელესში არნახული ხანძარია - განადგურებულია ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები. ხანძარი ჰოლივუდის ბულვარს უახლოვდება (ფოტოები ადგილიდან) - მშობლები

განადგურებულია ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები. ხანძარი ჰოლივუდის ბულვარს უახლოვდება - ლოს-ანჯელესში არნახული ხანძარია (ფოტოები ადგილიდან)

2025-01-09 20:43:06+04:00

ლოს-ანჯელესში ძლიერი ქარი ხანძრის ლოკალიზების საშუალებას არ იძლევა. მთავრობა ადამიანების ევაკუაციაზე და გადარჩენაზეა კონცენტრირებული. 7 იანვრის შემდეგ ხანძარი არ ცხრება. სიტუაციამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია, რასაც ხელს უწყობს სანტა-ანას ძლიერი ქარიშხლები, ექსტრემალური გვალვა და ამინდის მკვეთრი ცვლილებები, რამაც ხანძარი გამოიწვია. თავდაპირველად ლოს-ანჯელესის სიახლოვეს ტყეს გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც შემდეგ დასახლებულ ადგილებზე გავრცელდა.

1736403034-1736442525.jpg

ლოს-ანჯელესის ზარალი, პირველადი მონაცემებით, 57-60 მლრდ დოლარია. გარდაცვლილი ამ ეტაპზე ხუთი ადამიანია. ამჟამად მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქის მცხოვრებნი 8 იანვრიდანა ელექტროენერგიისა და ცხელი წყლის გარეშე არიან. ბევრმა მოქალაქემ უკვე დატოვა სახლები და უსაფრთხო ადგილებში გადავიდა.

41-2025-638720250499011336-901-1736442525.jpg

ლოს-ანჯელესში ბევრი ვარსკვლავის სახლია, რომელთაგან ზოგიერთი უკვე დაიწვა. მაგალითად, დაეწვათ სახლები პერის ჰილტონს, ტომ ჰენკსს, ენტონი ჰოპკინსს, ბენ აფლეკს, ლეონარდო დი კაპრიოს, ჰარისონ ფორდს და სხვებს.

29a7cb82311460695593a2755c4cc801-1736442525.jpgparis-hilton-home-1736442526.webpklju-1736442525.png

სულ დაახლოებით 1000 შენობაა განაადგურებული.

ხანძრის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ ლოს-ანჯელესში ჩვეულებრივი მოქალაქეების სახლების უმრავლესობა ხისგან არის აგებული, რათა მკაცრი სეისმური ნორმების შესაბამისი იყოს.

gettyimages-2192299042-1736442525.webp728x485-1-0a980868cce68425187050c5fb633ec93500x2333-0xr0k4vdcq-4797727490680465381-1736442525.jpg.webp

ხანძარი მიუახლოვდა ჰოლივუდის ბულვარს და დიდების ხეივანს. ყველა წვეულება "ოქროს გლობუსის" მერე გადაიდო, "ოსკარის" ცერემონია კი რამდენიმე დღით გადადეს.