"არასდროსაა დაგეგმილი, როდის უნდა ვიმღეროთ. ამის სურვილი აქციებზე, იქვე წარმოიშობა ხოლმე... ყველა იმ განწყობითაა, რომ საქართველო არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად." - ინოლა გურგულიას ვაჟი საპროტესტო აქციებზე - მშობლები

"არასდროსაა დაგეგმილი, როდის უნდა ვიმღეროთ. ამის სურვილი აქციებზე, იქვე წარმოიშობა ხოლმე... ყველა იმ განწყობითაა, რომ საქართველო არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად." - ინოლა გურგულიას ვაჟი საპროტესტო აქციებზე

2025-01-13 11:49:58+04:00

"2021 წელი რომ დგებოდა, მაშინ ღელვა მქონდა, იმაზე ვფიქრობდი, საუკუნის წინანდელი ამბები არ დატრიალდეს-მეთქი, რადგან ამისთვის გარკვეული მინიშნებები არსებობდა... 2021-მა წელმა ისე ჩაიარა, დიდად კმაყოფილს არ გვტოვებდა, მაგრამ მაშინ ასეთი მკაფიო გამოხატულება არ ყოფილა. 2024 წელს მოხდა ის, რასაც 2021 წელს ველოდი,“ - გვეუბნებადავით შუღლიაშვილი,ეთნომუსიკოლოგი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. მას ასევე იმ მომღერლებს შორისაც ნახავთ, რომლებიც საყოველთაო, უწყვეტ პროტესტს მუსიკის ჰანგებით ძალას მატებენ. დავითი ინოლა გურგულიას შვილია.

  • "იმას, რაც ახლა ხდება, რა არის, თუ არა - ჩვენი ქვეყნის რუსეთში შეთრევა, რაც საშინელებას ნიშნავს. თან რუსეთი უკვე ამდენი საუკუნეა ჩვენს წაშლას ცდილობს. ამის მტკიცებულებად ვიდეოციტატების მოყვანაც შეიძლება, სადაც საქართველოს ჯერ გაყოფაზე და შემდეგ სრულ დაპყრობაზეა ლაპარაკი,“ - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

- ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, სიტუაცია ჩიხშია... საზოგადოების, მოქალაქეების, მოსახლეობის დიდი ნაწილი უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. თუმცა მოსახლეობის ნაწილი არც რუსთაველზე დგას და საერთოდ საწინააღმდეგო პოზიციაზეა. მათგან ნაწილი იდეის ერთგულია, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით ხმას არ იღებს... რას იტყვით ამაზე?

- ის ადამიანი, ვინც ისევ იმ პოზიციას იკავებს და იდეის ერთგულია, - ამას ვერ დავეთანხმები, რადგან იდეა არ არსებობს. ეს რუსეთში შებრუნება თუ შეთრევაა... ყველაფერი გამოწვეულია ძალაუფლების შენარჩუნების მოტივაციით და არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ თვითონ ურჩევნიათ რუსეთი დანარჩენ სამყაროს... ეს თვითგადარჩენის ერთგვარი ინსტინქტია და გარკვეული მიზანიც, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ. მათი მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც მატერიალურად მათზე არიან დამოკიდებული; მათგან სარგებელს იღებენ - ზოგჯერ ფართომასშტაბიანს, ზოგ შემთხვევაში - მინიმალურს; როგორც იტყვიან, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს და იმას სჯერდებიან, რაც აქვთ... საბოლოოდ ასეთი ადამიანების რიცხვი მცირდება.

რაც შეეხება აქციას, საზოგადოებამ, გარკვეულ შემთხვევებსა თუ დღეებში აჩვენა მასშტაბი. ეს ცოცხალი პროცესია. ზოგჯერ ნაკლებია ხალხი, მაგრამ ის სულისკვეთება და ამ ყველაფრის შეწინააღმდეგების იდეა ცოცხალია, არ ნელდება იმის მიუხედავად, აქციაზე რამდენი ადამიანია... პროტესტს მყარი და უწყვეტი სახე აქვს არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს მასშტაბით... განაგრძეთ კითხვა