რამდენიმე დღეა, დედაქალაქში ზამთრისთვის უჩვეულოდ დათბა, მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება დასავლეთ საქართველოშიც. თუმცა სინოპტიკოსების თქმით, ამინდის არამკვეთრი გაურესებაა მოსალოდნელი. "აქამდე სამხრეთის ზეგავლენის ქვეშ ვიყავით, ახლა არქტიკული ცივი ჰაერის მასებია შემოსული, რომელიც უფრო მეტად იბატონებს და მისი ზემოქმედებით, ამ თბილ ჰაერთან ტალღურად აიწევს და დაიწევს,“ - განგვიმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი,დოდო გვაზავა:
ცივი ჰაერის შემოსვლასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან 10 გრადუსითაც კი. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია 10-12 გრადუსი და 5 გრადუსით ნაკლები იქნება მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედებას აღმოსავლეთ საქართველო დღის მეორე ნახევრიდან იგრძნობს - თოვა დაიწყება სამცხე ჯავახეთში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. შიდა ქართლში დღის მეორე ნახევარში მოიმატებს ტემპერატურა. შიდა ქართლის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. ასევე რიკოთის გადასასვლელზე. არ არის გამორიცხული სუსტი თოვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა. მაქსიმალური ტემპერატურა შიდა ქართლში 8-10-გადუსამდე დაიკლებს. კახეთში შენარჩუნდება 13-14 გრადუსი. დედაქალაქში დღის ბოლოსკენ წვიმაა მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ალბათ 10-12 გრადუსი იქნება შენარჩუნებული. განაგრძეთ კითხვა