მარიკა თხელიძემ 2 წლის ქალიშვილის - ვივიენის ფოტოები გამოაქვეყნა. პატარა გოგონას ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და "თოჯინა ვივიენს" და "პრინცესას" უწოდებენ მოფერებით.
მარიკა თხელიძეს ვივიენი 2022 წლის დეკემბერში შეეძინა. მისი მეუღლე გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და წყვილი უმეტესწილად ბათუმში ცხოვრობს.
მარიკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბიჭი - ნიკოლოზი.
გიორგის კი - რეზო და ბარბარე.
მომღერალი ამბობს, რომ ცდილობს, შვილები მეგობრულად გაზარდოს:
"ვცდილობ, სიყვარულით გავზარდო, მეგობრულად და მაქსიმალურად ვცე პატივი მათ აზრს. ნიკოლოზი უფრო დიდია და ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ვეკითხები აზრს, პატივს ვცემ, მერე ისიც პატივისცემით არის ჩემ მიმართ და შეხმატკბილებულები ვართ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე ვანიჭებ უპირატესობას იმას, რომ იმეგობრო შენს შვილთან. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია... ვცდილობ არ ვიყო მაქსიმალისტი, მეტად გავუგო..."