"გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის ყურუა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ახობაძემ 10 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში. მას მოსამართლემ მაშინ პატიმრობა შეუფარდა. განაგრძეთ კითხვა