ვენსან კასელის რჩეულმა შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა და მსახიობის ნანატრი ვაჟის სახელიც გაამხილა - მშობლები

ვენსან კასელის რჩეულმა შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა და მსახიობის ნანატრი ვაჟის სახელიც გაამხილა

2025-01-15 08:52:38+04:00

როგორც ცნობილია, ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი 7 იანვარს ნანატრი ვაჟის მამა გახდა. სამი ქალიშვილის მერე მას ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც, როგორც გაირკვა, კაეტანო დაარქვეს. 58 წლის მსახიობის მეგობარმა გოგონამ, 28 წლის მოდელმა ნარა ბაპტისტამ კაეტანოს პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

"კაეტანო, მადლობა, ბიჭუნავ, რომ მე ამირჩიე შენს დედად. ეს სიყვარული არ ეტევა ჩემში, სავსე ვარ მისით, ვტირი, ვტირი და ვტირი. მაგრამ ეს წმინდა სიყვარულია! ზუსტად ერთი კვირის წინ დაიბადე და მეც ხელახლა გავჩნდი", - წერს ნარა.

original-1736917219.webp

ვენსან კასელი უკვე ოთხი შვილის მამაა და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია.