10 შეკითხვა ზოგადი განათლების და ერუდიციის შესამოწმებლად - ინტელექტუალური ტესტი - მშობლები

10 შეკითხვა ზოგადი განათლების და ერუდიციის შესამოწმებლად - ინტელექტუალური ტესტი

2025-01-15 09:38:03+04:00

ეს 10 შეკითხვა სხვადასხვა სფეროდან თქვენს ზოგად განათლებას, მეხსიერებასა და ინტელექტს შეამოწმებს. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ:

1. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?

"მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!"

  • გალაკტიონ ტაბიძის
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის

2. რომელმა ცნობილმა მხატვარმა დახატა ნახატი "გოგონა მარგალიტის საყურით"?

  • პაბლო პიკასომ
  • რემბრანდტმა
  • იან ვერმეერმა

3. რომელ კონტინენტზეა ყველაზე მეტი სახელმწიფო თავმოყრილი?

  • ევროპაში
  • აზიაში
  • აფრიკაში

4. რა უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებელი აქვს ეგვიპტეს?

  • გარშემორტყმულია 3 ოკეანით
  • მსოფლიოს ორ მხარეში მდებარეობს
  • დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებში მდებარეობს

5. რამდენი ბალერინა მონაწილეობს "გედების ტბაში", პატარა გედების ცნობილ ცეკვაში?

  • 2
  • 4
  • 6

6. დაასახელეთ ფილმი, სადაც პერსონაჟი შემდეგ სიტყვებს ამბობს:

"სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი."

  • "შერეკილები"
  • "სიყვარული ყველას უნდა"
  • "მხიარული რომანი"

7. მისი სამშობლო აფრიკაა და გოგროვანთა ოჯახის წარმომადგენელია?

  • ბადრიჯანი
  • საზამთრო
  • ლეღვი

8. რომელმა მეფემ ჩაატარა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება?

  • დავით აღმაშენებელმა
  • თამარ მეფემ
  • ვახტანგ გორგასალმა

9. რა ერქვა შავიზღვისპირეთში ჩამოყალიბებულ ქართულ სამეფოს, რომელსაც შემდგომში არგონავტების შესახებ ლეგენდაც დაუკავშირდა?

  • დიაოხი
  • კოლხა
  • ჰერეთი

10. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე?

  • გიორგი ბრწყინვალე
  • ბაგრატ III
  • ფარნავაზი

სწორი პასუხები:

  1. ნიკოლოზ ბარათაშვილის
  2. იან ვერმეერმა
  3. აფრიკაში - აფრიკის სახელმწიფოებისა და დამოკიდებული ტერიტორიების საერთო რაოდენობა 63-ია. მათგან 54 დამოუკიდებელია. ეს მოიცავს 10 კუნძულოვან სახელმწიფოს, 16 კონტინენტურ სახელმწიფოს და 37 ისეთ სახელმწიფოს, რომლებსაც ზღვებსა და ოკეანეებზე აქვთ გასასვლელი.
  4. ეგვიპტე იკავებს როგორც აფრიკის, ასევე აზიის მხარეს
  5. 4 - სცენარის მიხედვით, 1877 წლის კლასიკურ სპექტაკლში 4 ბალერინა ცეკვავდა. თუმცა არის მაგალითები, როდესაც ცეკვაში 3 ან 4-ზე მეტი ბალერინა იყო ჩართული.
  6. "შერეკილები"
  7. საზამთრო ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარია გოგროვანთა ოჯახისა.
  8. დავით აღმაშენებელმა
  9. კოლხა
  10. ბაგრატ III