""მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა... დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი - ნიცასთან და ჩვენს დამიანესთან... როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური ვიდეო - მშობლები

"მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა... დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი - ნიცასთან და ჩვენს დამიანესთან... როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური ვიდეო

2025-01-16 22:37:06+04:00

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა. სულ მალე, ის თავისი ცხოვრების და კარიერის ახალ ფურცელს შლის, იტალიურ გუნდში გატარებულ საოცარ პერიოდს და იტალიელ გულშემატკივარს კი, რომელმაც ასე შეიყვარა, თბილ სიტყვებს უძღვნის:

"მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა... აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ... ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით, თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი... ამ სტადიონზე დღეს, როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა, ბოლოჯერ შემოვაბიჯე. აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, ნანატრი "სკუდეტო".. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი - ნიცა, რომელიც მუდამ ჩემ გვერდითაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს. გაუმარჯოს ნაპოლის! მადლობა, ნაპოლი!"