ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სპეციალობით პოლიტოლოგია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, ჟურნალისტიკაში საქმიანობს და არაერთ ტელევიზიაში უმუშავია ტელეწამყვანად. მათ შორის იყო "რუსთავი 2", "მეცხრე არხი" და "პირველი არხი". ამჟამად კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს, საინფორმაციო გამოშვების წამყვანად და ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე არაერთხელ იხილა საზოგადოებამ მისი თამამი და მკვეთრი პოზიცია, რომელსაც ყოველთვის გამოხატავს და აქტიურად აკრიტიკებს "პირველი არხის" სარედაქციო პოლიტიკას.
ვასილ ივანოვისთვის ტელევიზია ფაქტობრივად მშობლიური ადგილია, რადგან მისი დედა - ცნობილი ტელეწამყვანი დოდო შონავა წლები მუშაობდა პირველ არხზე და ვასილიც ფაქტობრივად იქ გაიზარდა და შეიყვარა ეს სფერო. ამიტომ არ იყო გასაკვირი, როცა ერთ დღეს ისიც ტელეწამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
გარდა იმისა, რომ წლებია პროფესიონალი ჟურნალისტია და ერთგულად ემსახურება საყვარელ საქმეს, სამი შვილის მამაა. მისი მეუღლე მისი კოლეგა, ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაა. მათ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს, 2010 წელს კი ჯვარი დაიწერეს. დღეს წყვილს 14-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აერთიანებს.