ცნობილი ქართველი მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანია, რომელიც ამჟამად საკუთარ სამოდელო სტუდიას ხელმძღვანელობს, სასიხარულო ამბავს უზიარებს სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს. თამთა ახალ ფოტოს აქვეყნებს ტაილანდიდან, წარწერით: "სამი თვის ორსული..."
თამთა და მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანი დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა ჯვრისწერა 2022 წელს გადაწყვიტეს.
2021 წელს საერთო შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. თამთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ასევე ქალიშვილი მია და რატისაც ჰყავს ქალიშვილი წინა ურთიერთობიდან.
მალე კი თამთას მესამე შვილი ეყოლება.
პირველი ქორწინებიდან მას ასევე გოგონა ჰყავს - მია.