არსებობს მოსაზრება, რომ და-ძმებს შორის დაბადების თანმიმდევრობა განსაზღვრავს, თუ როგორ წარიმართება მათი ცხოვრება. დედმამიშვილები ცოტათი ეჯიბრებიან ერთმანეთს - ზოგი უფრო წარმატებულია, ზოგი უფრო მდიდარი, ზოგი უფრო სპორტული. თავად ექსპერტები ნამდვილად ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ არის უფრო ჭკვიანი (უფრო სწრაფი, მაღალი, ძლიერი) - უფროსი თუ უმცროსი, მაგრამ ფსიქოლოგები, პედიატრები და გენეტიკოსები თანხმდებიან ერთ რამეზე: დაბადების რიგითობა გავლენას ახდენს ადამიანზე.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უჩვეულო კვლევა სწორედ დაბადების რიგის გავლენასა და ადამიანის მომავალზე. შედეგები გასაოცარი იყო.
თუ თქვენ ხართ და-ძმას შორის უმცროსი, სავარაუდოდ, მეწარმე ან ბიზნესმენი იქნებით, მაშინაც კი, თუ თქვენი მშობლები არასოდეს ყოფილან ამ სფეროში.
ფსიქოლოგთა ჯგუფის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ უმცროს შვილებს უფრო გაბედული ხასიათი აქვთ. პატარა მეამბოხეები არიან და არ ეშინიათ იმ რისკების, რაც ბიზნესის მართვას თან ახლავს.
იგივე გაბედული ქცევის კიდევ ერთი შედეგია ის, რომ ბევრად უფრო მზად არიან ჩაერთონ სხვადასხვა თავგადასავალსა და სარისკო საქმიანობაში, ვიდრე უფროსი ძმები და დები.
ცნობილი უმცროსები: პრინცი ჰარი, ბლეიკ ლაივლი, ბილ გეითსი, ჯოდი ფოსტერი, დენი დევიტო, ელიზაბეტ ტეილორი, კაილი ჯენერი.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უმცროს ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობის სფერო. თუნდაც ეს იყოს სრულიად მარტივი: დაალაგოს სათამაშოები ან საკვები დაუყაროს საყვარელ ცხოველს.
თქვენ ხართ შუათანა შვილი:
თქვენ უბრალოდ შექმნილი ხართ ხალხის დასახმარებლად. ცოტა ხნის წინ სოციოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ შუატანა შვილები ბევრად უფრო ნათლად გამოხატავენ თავიანთ სოციალურობას. ეს ნიშნავს, რომ ისინი ბუნებით დაბადებული ალტრუისტები არიან. პირველ რიგში სხვის საჭიროებებსა და ინტერესებზე ფიქრობენ. და მხოლოდ შემდეგ - საკუთარ თავზე.
გაიხსენეთ, იქნებ თქვენს ოჯახში შუათანა შვილი ნამდვილი მშვიდობისმყოფელი იყო? ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის შუათანაა.
ცნობილი შუათანა შვილები: კიმ კარდაშიანი, ენ ჰეთევეი, ჯულია რობერტსი, დონალდ ტრამპი, როზი ოდონელი, კიმ ბესინჯერი.
შუათანა შვილები არასდროს არ უნდა შევადაროთ უფროს და უმცროს და-ძმებს. ბავშვების ვინმესთან შედარება ზოგადად ცუდი იდეაა, მაგრამ აქ არის რამდენიმე ნიუანსი. შუათანა ბავშვებმა საკუთარი თავი უნდა შეაფასონ არა სხვასთან შედარებით, არამედ იმით, თუ როგორები იყვნენ გუშინ და როგორები არიან დღეს.
მაგალითად, გუშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ფეხსაცმლის თასმის შეკვრა, მაგრამ დღეს ისწავლა. შუათანა შვილს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე, სადაც ის იქნება ბატონი და არ უნდა მოაკლოთ ყურადღება.
უფროსი ან დედისერთა
ფსიქოლოგები განმარტავენ: მათ, ვისაც საერთოდ არ ჰყავთ და-ძმა, ან ვისაც გაუმართლა, რომ პირველი დაიბადება, იზრდებიან უფროსების გარემოცვაში. ასეთი მოზარდები ჩვეულებრივ უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე უმცროსები და ეს გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. ეს ბავშვები სწრაფად ხვდებიან, თუ როგორ შეუძლიათ უფროსების გულის მოგება და ეს წარმატების საფუძველია.
პირველი შვილი, სავარაუდოდ, იმუშავებს კორპორაციაში, სადაც ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს. პირმშოებს უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ წარმატებული პოლიტიკოსები და დაიკავონ ლიდერის პოზიცია.
ეს გამოწვეულია იმით, რომ პირმშო და დედისერთა შვილები მშობლებთან ერთად იზრდებოდნენ (ზოგჯერ მაინც). ანუ ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს.
აქედან გამომდინარე, უფროსი ბავშვები მიდრეკილნი არიან და იძენენ აკადემიურ ცოდნას. ისინი ხშირად უფრო თავდაჯერებულები არიან, ვიდრე მათი უმცროსი დედმამიშვილები და ყველა ეს თვისება ხელს უწყობს წარმატებული კარიერის შექმნას.
ცნობილი უფროსი შვილები: ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი, ბიონსე, ჰილარი კლინტონი, ნიკოლ კიდმანი, დრიუ ბერიმორი, ლეონარდო დიკაპრიო.
უფროს ბავშვებს ჩვეულებრივ ხშირად აქებენ წარმატებებისთვის, მაგრამ ავიწყდებათ იმის სწავლება, რომ არაფერია სანერვიულო, თუ რამე არ გამოუვათ. მოუყევით მას ისტორიები თქვენს წარუმატებლობაზე - დაეხმარეთ გააცნობიეროს, რომ მარცხი არ არის სამყაროს დასასრული.