ბეზოსს სანჩესამდე ოფიციალური ცოლი და სამი შვილი ჰყავდა. ამბობენ, რომ სწორედ სანჩესის გამოჩენამ დაანგრია მისი ოჯახი, თუმცა 55 წლის ამერიკელ ჟურნალისტ ლორენ სანჩესზე 61 წლის ჯეფ ბეზოსს ოფიციალურად ჯერაც არ უქორწინია. ფაქტია, რომ წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთადაა, ერთად ცხოვრობენ, აღნიშნავენ დღესასწაულებს და საჯარო გამოსვლებზეც ლორენი ჯეფს გვერდს უმშვენებს.
დღეს ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზეა. მისი ქონება 114 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზეა ილონ მასკი, ხოლო 2024 წლის რეიტინგის ლიდერი კვლავ ფრანგი მეწარმე ბერნარ არნოა. მისი ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
"ამაზონის" დამაარსებელის ჯოზეფ ბეზოსის ცხოვრება 2019 წელს მოულოდნელად შეიცვალა. ბიზნესმენმა გამოაცხადა, რომ ეყრებოდა მაკენზი ტატლს, ქალს, რომელთანაც 25 წელი იცხოვრა, 4 შვილი ეყოლა და მსოფლიოში ყველაზე დიდძალი ქონება დააგროვა.
თავდაპირველად განქორწინების პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა - ცოლს 53 მლრდ დოლარი ერგო და ორივემ განაცხადა, რომ მეგობრებად დარჩებოდნენ. თუმცა მალევე გამოჩნდა ბეზოსისა და ლორენის ფოტოები, რომლებიც ჯერ კიდევ ბეზოსის ქორწინებისას იყო გადაღებული და ყველამ გაიგო, რომ ბეზოსი ცოლს ღალატობდა და სწორედ ლორენთან რომანის გამო დაანგრია ოჯახი. უფრო მეტიც - ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბეზოსების ოჯახური მოგზაურობის დროს სანჩესი იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ბეზოსის ოჯახი და თანაც, სანჩესსაც ქმარი ჰყავდა გვერდით. თუმცა ეს არც ერთს არ უშლიდა ხელს, ერთად გაეტარებინათ დრო და მომავალი დაეგეგმათ.
უფრო მეტიც, სულ ცოტა ხანში პრესაში გამოჩნდა წყვილის ზედმეტად გულახდილი ფოტოები და პიკანტური მიმოწერა. ბეზოსი აღშფოთდა და დეტექტივებიც კი დაიქირავა, რომ გაერკვია, როგორ გაჟონა ფოტოებმა და გზავნილებმა. მაშინ ამ ამბის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა, თუმცა ახლა ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ლორენმა დაგეგმა, რაც შეიძლება მალე რომ დაეშორებინა ბეზოსი ცოლთან და თავად ჩაეგდო ხელში.
წარსულში ლორენი ტელევიზიაში მუშაობდა, ელიტურ ქრონიკებს წერდა და არედაქტირებდა, კინოგადაღებებიც ჰქონდა და ჰოლივუდის აგენტ პატრიკ უაიტსელზე იყო დაქორწინებული...
მას მერე, რაც წყვილი ერთად არის, ჯეფმა არა მხოლოდ ფულის ხარჯვა დაიწყო თავისი სიამოვნებისთვის, სტილიც შეიცვალა - მეტ ყურადღებას აქცევს სამოსს, მოდურ დენდიდ იქცა, ვარჯიში დაიწყო და მშვენივრად გამოიყურება.
თუმცა კრიტიკა არ აკლია და ბევრი ადანაშაულებს იმაში, რომ ქალის ჭკუაზე დადის. ხუმრობებიც კი ვრცელდება მასზე ინტერნეტში: "ბეზოსი დღემდე ვერ იპყრობს კოსმოსს, რადგან მისი ცოლის შლაპა და მკერდი უფარავს ჰორიზონტს".
2023 წლის მაისში ლორენმა გამოაცხადა, რომ ბეზოსმა ცოლობა სთხოვა 500 მლნ დოლარის ღირებულების იახტით სეირნობისას. როცა ვახშმის შემდეგ ის კაიუტაში დაბრუნდა და დასაძინებლად მოემზადა, ბალიშიც ქვეშ აღმოაჩინა კოლოფი ბეჭდით. "როცა ჯეფმა ის გახსნა, მე თითქოს გონება დავკარგე წამიერად", - ყვება სანჩესი. ნიშნობის ბეჭედი 20-კარატიანი ბრილიანტებით მოოჭვილი აღმოჩნდა, 2,5 მლნ დოლარის ღირებულების. ასევე ნიშნობის საჩუქრად იქცა ზემოხსენებული ძვირად ღირებული იახტა.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ჰკითხა მილიარდერს, აპირებდა თუ არა ქორწილის მზადებაში მონაწილეობის მიღებას: "ო ღმერთო, არა, რა თქმა უნდა. იდიოტს ვგავარ?" იმავე წამს სიტყვა აიღო სანჩესმა: "ჯერ კიდევ ვფიქრობთ ქორწილზე, როგორი იქნება, დიდი ქორწილი გავაკეთოთ, საზღვარგარეთ თუ აქ, ჯერ არ ვიცით". ფაქტია, ჯერჯერობით ქორწილი ჭიანურდება და არავინ იცის, როდის გაიმართება.