52 წლის კამერონ დიასი 5 წლიანი "შესვენების" შემდეგ კინოს სამყაროს დაუბრუნდა. მსახიობი ახალი ფილმის "Back in Business" პრემიერაზე გამოჩნდა, სადაც მან ჯეიმი ფოქსთან ერთად ითამაშა. მექსიკურმა Vogue-ში, რომლის გარეკანზეც მსახიობი გამოჩნდა, ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც კამერონმა გულწრფელად ისაუბრა დეკრეტში გატარებულ წლებზე.
შეგახსენებთ, რომ კამერონ დიასს და მის მეუღლეს, ბენჯი მედენს ორი შვილი ჰყავთ. 2019 წელს მათი ქალიშვილი შეეძინათ, ხოლო ხუთი წლის შემდეგ - ვაჟი: „მოხარულები ვართ, გაცნობოთ ჩვენი შვილის, კარდინალ მედენის ამ ქვეყნად მოვლინების შესახებ. ის საოცარია და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ“, - დაწერა კამერონმა შვილის დაბადების დღეზე და დასძინა, რომ არ აქვეყნებს ბიჭის ფოტოს, რადგან სურდა მისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უფლება დაიცვას.
ჟურნალისტებთან საუბრისას კამერონმა განაცხადა, რომ ეკრანზე დაბრუნებას არ აპირებს. "ვიფიქრე, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და თავი ბოლომდე ოჯახისთვის მიმეძღვნა", - აღიარა მსახიობმა. თუმცა, ის ჯეიმი ფოქსმა დაარწმუნა, რომ პროფესიაში დაბრუნებულიყო.
თუმცა, გადამწყვეტი როლი ქმარმა შეასრულა. "მე სრულად გიჭერ მხარს და მინდა აკეთო ის, რაც გიყვარს", - გაიმეორა დიასმა ქმრის სიტყვები. ამ ნდობამ მსახიობს აგრძნობინა, რომ დაბრუნების დრო იყო.
დიასმა ასევე აღნიშნა, რომ დედობამ გავლენა მოახდინა მის სტილზე. "მე ვარ ერთ-ერთი იმ დედათაგანი, ვინც სტილს თმობს კომფორტისთვის. დღის თითქმის 90%-ს შვილებთან ერთად იატაკზე ვატარებ. საბედნიეროდ, სახლი ძალიან სუფთაა. მკაცრად ვითხოვთ სახლში ფეხსაცმლის გარეშე სიარულს. ” - თქვა ვარსკვლავმა. კამერონის ძირითადი გარდერობი ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლით შემოიფარგლება.“ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კომფორტი“, - ამბობს მსახიობი. ეს არის მისთვის ნამდვილი ჰარმონიული ცხოვრება, რის გამოც ჰოლივუდი მიატოვა.
კამერონმა ასევე აღნიშნა თავისი კუბური ფესვები მამის მხრიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ცდილობს შვილებს გააცნოს ეს უნიკალური კულტურა: „მე გავიზარდე კუბის კულტურაში ჩაძირული: საკვები, მუსიკა. მამისა და ბებია-ბაბუის გარეშე მიჭირს შვილებისთვის ამ ტრადიციების შენარჩუნება. ამის მიუხედავად, შობას კუბის საჭმელს მაინც ვჭამთ, ვცდილობ ეს კავშირი შევინარჩუნო“.