აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო - ასობით მიგრანტს ქვეყანა სამხედრო თვითმფრინავებით დაატოვებინეს - მშობლები

აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო - ასობით მიგრანტს ქვეყანა სამხედრო თვითმფრინავებით დაატოვებინეს

2025-01-24 14:38:43+04:00

დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ უკვე ამოქმედდა და მიგრანტების ფართომასშტაბიანი დეპორტაცია დაიწყო.

გამოცემაBild-ის ინფორმაციით, ინაუგურაციიდან სულ რაღაც 4 დღის შემდეგ, ასობით არალეგალი მიგრანტი ქვეყნიდან სამხედრო თვითმფრინავებით გაიყვანეს. გარდა ამისა ასობით ადამიანი მექსიკის საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

მედიაში კი ვრცელდება საზღვართან გადაღებული კადრები. ერთ-ერთ-მათგანზე ჩანს როგორ ტირის ქალი მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ საზღვრის გადაკვეთას ვეღარ შეძლებდა.

მანამდე ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ აპირებს “მილიონობით არალეგალი მიგრანტის“ გაძევებას. განაგრძეთ კითხვა