"ძალიან შემეშინდა, როცა ეს ასე მცირე ასაკში მოხდა. თავიდან ის უმნიშვნელო საკითხებზე რაღაცებზე ბრაზდებოდა“ - იხსენებს დედა.
არჩანა ოჯახთან ერთად დასავლეთ ინდოეთის სოფელში, სატარას რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობს, რომელიც ფერმის ტერიტორიაზეა აშენებული. ოჯახში მასთან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე, ვაჟი და უფროსი შვილი - გოგონა.
როდესაც დედამ შეამჩნია, რომ მისი შვილი ასაკთან შედარებით უფრო მოზრდილად გამოიყურებოდა, გადაწყვიტა ექიმთან მიეყვანა.
მეორე დედის ისტორია
პარალელურად დელიში მცხოვრები ქალი, რაში ასევე ხედავდა ცვლილებებს თავისი ექვსი წლის შვილის სხეულში, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ნორმალურად მიიჩნევდა. რაში ფიქრობდა, რომ მისი შვილი, რომელიც 40 კგ-ს იწონიდა, უბრალოდ „ჯანმრთელი ბავშვი“ იყო.
ერთ დღეს კი გოგონამ მოულოდნელად სისხლდენაზე დაიწყო ჩივილი. ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონას მენსტრუაცია დაეწყო. "ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამ ფაქტის მიღება. ჩემი შვილი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა" — ამბობს რაში.
მკურნალობის დასაწყისი
არჩანას ადგილობრივმა ექიმმა ურჩია, შვილი გინეკოლოგთან მიეყვანა.
"როდესაც არჩანამ თავისი შვილი ჩვენთან მოიყვანა, გასინჯვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მას უკვე ყველა სიმპტომი ჰქონდა, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას ახასიათებს. მისი სხეულის აგებულება 14-15 წლის მოზარდისას ჰგავდა და მენსტრუაცია ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დასწყებოდა,“ - აღნიშნავს დოქტორი სუშილ გარუდი, რომელიც პუნეს "დედების" კლინიკაში მუშაობს.
ექიმის თქმით, გოგონას ჰორმონების დონე მისი ასაკისთვის ნორმაზე ბევრად მაღალი იყო, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას.
"არჩანამ მითხრა, რომ მათ სახლში ინახება ორი 5-კილოგრამიანი პესტიციდის კონტეინერი, რომელთა გვერდით მისი შვილი მუდმივად თამაშობდა.