შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის წარმოუდგენელი იყოს ის ფაქტი, რომ დილის 5-6 საათზე ადგეს და მთელი დღის განმავლობაში საჭირო ენერგია ჰქონდეს. თუმცა, სპეციალისტებმა გაითვალისწინეს, დღის ამა თუ იმ მონაკვეთში რომელი ჰორმონი აქტიურდება და ამის მიხედვით გვირჩევენ, როდის რით დავკავდეთ.
კერძოდ, დილის 4 საათიდან 6 საათამდე ბედნიერების ჰორმონი, სეროტონინი, ყველაზე უკეთ გამომუშავდება. ეს, ფაქტობრივად, იდეალური დროა.
6 საათის შემდეგ ორგანიზმში ჰორმონი კორტიზოლი აქტიურდება. კორტიზოლი სიფხიზლის ჰორმონია. ამ დროს ერთი ჭიქა წყლის დალევა გამოფხიზლებაში უკეთ დაგვეხმარება.
დილის 7 საათიდან მელატონინი უკვე აღარ გამომუშავდება. ამიტომაც, ძილი აღარანაირ სარგებელს არ იძლევა. 8 საათიდან ტესტოსტერონის დონე უმჯობესდება. ეს იდეალური დროა ძალების აღსადგენად.
10 საათიდან 14 საათამდე ნეიროჰორმონები აქტიურდებიან. ეს მუშაობისა და გონებრივი დატვირთვისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია.
14 საათიდან 16 საათამდე ზრდის ჰორმონი აქტიურდება. ამ მონაკვეთში შეგვიძლია, 20 წუთი დავიძინოთ.
17 საათის შემდეგ კორტიზოლის დონე მცირდება. ეს საუკეთესო დროა სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.
21 საათზე ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავება იწყება. 22 საათზე კი ენდორფინები იწყებენ მუშაობას. ამიტომ, დასაძინებლად ეს საუკეთესო დროა. სწორედ 22-საათიდან დილის 4 საათამდე ორგანიზმი სრულად განახლებას ასწრებს.