Skillwill STEM სკოლა ბათუმში - თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვილი სივრცე მომავალი ლიდერებისთვის - მშობლები

Skillwill STEM სკოლა ბათუმში - თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვილი სივრცე მომავალი ლიდერებისთვის

2025-01-28 10:07:37+04:00

2025 წლის თებერვალში, ბათუმში, Skillwill STEM სკოლა კარს გახსნის მომავალ თაობას განათლებისთვის. უნიკალური საკვირაო სკოლა, რომელიც განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის, ახალი ცოდნის მიღების, ტექნოლოგიური უნარების განვითარებისა და ინოვაციური სწავლების საუკეთესო გარემოს სთავაზობს მოსწავლეებს. Skillwill STEM სკოლა არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ ინოვაციური სწავლების მეთოდებითაც გამოირჩევა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საგანმანათლებლო პროექტად აქცევს საქართველოში.

lika-2-1738233017.png

474455315-610412031746773-5935229871743147578-n-1738233234.jpg

STEM განათლების უპირატესობები

STEM სკოლაში სწავლა ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ეს არის სასწავლო პროცესი, რომელიც მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას თამაშებისა და პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით აერთიანებს. მოსწავლეები ეცნობიან ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა:

  • რობოტიკის ლაბორატორია
  • ფიზიკის ლაბორატორია
  • 3D პრინტერი
  • 3D სკანერი
  • რობოტი ასისტენტი
  • სივრცეები, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ხელსაწყო და ტექნიკა შემოქმედებითი და პრაქტიკული სწავლებისთვის

lika-1738233296.png

სწავლის პროცესის უნიკალურობა

Skillwill STEM სკოლის პროგრამა შედგენილია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ბავშვების ასაკობრივ მახასიათებლებს. STEM სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ფიზიკურ ფორმატში, რაც ბავშვებს აძლევს საშუალებას, უშუალოდ შეეხონ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და პრაქტიკულად გამოსცადონ მიღებული ცოდნა. სასწავლო პროგრამები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა კოდინგი, რობოტიკა, ფიზიკა, ქიმია და ხელოვნური ინტელექტი, რაც ბავშვებს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოსაყენებელ უნარებსაც უვითარებს.

lika-3-1738233335.png

რატომ არის Skillwill STEM სკოლა საუკეთესო არჩევანი?

  1. თანამედროვე ტექნოლოგიები: Skillwill STEM სკოლა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიური სამყარო ახლოდან გაიცნონ.
  2. საერთაშორისო გამოცდილება: სასწავლო პროგრამები დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე და მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას.
  3. პრაქტიკული სწავლა: მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ, არამედ პრაქტიკულადაც მუშაობენ ინოვაციურ ტექნოლოგიებთან.
  4. სოციალური განვითარება: გუნდური მუშაობის უნარები და შემოქმედებითი აზროვნება მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ არა მხოლოდ განათლებული, არამედ სოციალური უნარებით გამორჩეული ადამიანები.

lika-4-1738233363.png

copy-of-stemis-statiebi-02-1738233399.jpg

სკოლის საზეიმო გახსნა

Skillwill STEM სკოლა თებერვალში, Hive Tech Hub-ის ფილიალში, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის 129 ნომერში გაიხსნება. გახსნის ღონისძიებაზე, Skillwill-ი ყველა დაინტერესებულ ბავშვს, მომავალ ტექ ლიდერს, ეპატიჟება, რომ ისინი გაეცნონ სკოლის პროგრამებს, დაათვალიერონ მაღალტექნოლოგიური სივრცე და მიიღონ მონაწილეობა საცდელ გაკვეთილებში. ლექტორები პირადად წარუდგენენ STEM განათლების შესაძლებლობებს, ხოლო მშობლები ადგილზე შეძლებენ გაცნობას, თუ როგორ უწყობს სკოლა ხელს ბავშვების მომავლის წარმატებას.

copy-of-473235962-607711855350124-6106837044319217354-n-1-1738233500.jpg

დარეგისტრირდი დღესვე!

თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა თავისუფალი დრო პროდუქტიულად გაატაროს, გონებრივად განვითარდეს, აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები და მომავალში ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერობა შეძლოს, Skillwill STEM სკოლა სწორედ ის სივრცეა, სადაც მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.

დარეგისტრირდით დღესვე, რომ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია და დაესწროთ გახსნის ღონისძიებას, რომელიც თქვენი შვილისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის!

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია:

შეგახსენებ, რომ STEM სკოლა ბათუმში მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადება

გაეცანი დეტალებს ბმულზე:

https://bitly.cx/ja8q3

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა დღესვე: https://bit.ly/3W7E3BT

Skillwill STEM სკოლა – შენი პირველი ნაბიჯი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში!

copy-of-stemis-statiebi-03-1738070692.jpg

R