იტალიელი ტოპმოდელი ბიანკა ბალტი ბოლო პერიოდია, ახლებური იმიჯით ჩნდება ინტერნეტსივრცესა და მედიაში. მას მერე, რაც საკვერცხეების მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მალევე თავი გადაიპარსა და ასე ჩნდება ფოტოებში. ასევე აქტიურად საუბრობს დიაგნოზსა და სიმსივნესთან ბრძოლაზე.
"როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, რატომღაც ვიცოდი, რომ გავუმკლავდებოდი, თუმცა ძალიან განვიცდიდი, რომ ოჯახს ვეღარ ვარჩენდი. ჩემი პროფესიონალური ფასეულობა ყოველთვის დაკავშირებული იყო ჩემს გარეგნობასთან, მუცელზე დიდი იარით და უთმოდ კი ნამდვილად არ ვარ მოდელის სტერეოტიპი. საწოლში იძულებით ყოფნისას გავაცნობიერე, რომ ძალიან ვაკავშირებ თვითშეფასებას პროდუქტიულობასთან", - ამბობს 40 წლის ბიანკა.
შარშან თქვა საჯაროდ ბიანკამ, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ორი წლის წინ ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების სიმსივნისადმი გენეტიკური განწყობის გამო, თუმცა მაშინ საკვერცხეები დაიტოვა, რადგან კიდევ სურდა შვილის გაჩენა.
ბიანკა ორჯერ იყო დაქორწინებული. 2007 წელს გააჩინა ქალიშვილი მატილდა, ფოტოგრაფ კრისტიან ლუჩიდისგან, 205 წელს კი მეთიუ მაკრეიასთან ქორწინებისას შეეძინა ქალიშვილი მია. მასაც მალევე დაშორდა და ახლა მარტოა.