მომღერალი დათო არჩვაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - გარდაიცვალა მსახიობი, ცნობილი "პა სეანსის" ვარსკვლავი, პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი.
"ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს, - წერს დათო არჩვაძე, რომლის საესტრადო კაპელის წევრიც იყო ბოლო წლებში ალეკო თეთრაშვილი, - ხუთშაბათს,, რეპეტიციაზე მითხრა, ჩვენი ახალი კლიპი როდის უნდა გვაჩვენოო და ვერ მოვასწარი, ისე უცებ გაგვიფრინდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს ალიკოს... ის იყო ცარიელი გული".