ტრაგედია თბილისში - 16 წლის მოზარდი რიყის პარკთან ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა - მშობლები

ტრაგედია თბილისში - 16 წლის მოზარდი რიყის პარკთან ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

2025-01-29 16:38:04+04:00

რიყის პარკის სიახლოვეს 132-ე სკოლის მოსწავლე, 16 წლის იოსებ ადეიშვილი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

"ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევას გამოეხმაურა თბილისის მერია. უწყების განმარტებით შემთხვევა არა პარკში, არამედ კერძო ტერიტორიაზე მოხდა.

"ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში." - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.