"ჩემი ბიჭი ისე მძიმედ გავზარდე, ქირიდან ქირამდე, სულ ქირით... მეუბნებოდა, დედა, ცხოვრება არა მაქვს, არაფერი არა მაქვსო" - რიყეზე გარდაცვლილი მოზარდის დედა მომხდარის შესახებ საუბრობს - მშობლები

"ჩემი ბიჭი ისე მძიმედ გავზარდე, ქირიდან ქირამდე, სულ ქირით... მეუბნებოდა, დედა, ცხოვრება არა მაქვს, არაფერი არა მაქვსო" - რიყეზე გარდაცვლილი მოზარდის დედა მომხდარის შესახებ საუბრობს

2025-01-29 17:26:16+04:00

რიყის მიმდიბარე ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი იოსებ ადეიშვილი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა შაბათს მოხდა. იოსები მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. "ტვ პირველმა" ინტერვიუ გარდაცვლილი მოზარდის დედასთან ჩაწერა, რომელიც ჰყვება, რომ ბიჭი დიდ გაჭირვებაში გაზარდა"

"ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ისე მძიმედ გავზარდე, ყველაფერი გავიარეთ ქირიდან ქირამდე, სულ ქირით და ქირით. მეუბნებოდა, დედა, ჩემი ცხოვრება არა მაქვს, არაფერი არა მაქვს, ჩემი ოთახი არა მაქვს... ვეუბნებოდი, ნუ ნერვიულობმეთქი... დაიბნენ ბავშვები და ვერაფერი ვერ უშველეს... დოქებთან წყალი ყოფილა დამდგარი სამმეტრიანი. ბავშვებმა მითხრეს, ჩავარდაო. ყვიროდა, დამეხმარეთო, მიშველეთო. ბავშვებიც მძიმე მდგომარეობაში არიან... არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო, ისეთი დაბნეული ვარ, ისე მეცოდება ჩემი ბიჭი... უკვე შიშით ვარ ამ ქალაქში" - ამბობს მოზარდის დედა.

ტრაგედია თბილისში - 16 წლის მოზარდი რიყის პარკთან ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

იხილეთ ვიდეო