1, 9, 22 თებერვალს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 19:00 საათზე, წარმოდგენილი იქნება რეჟისორ რუსუდან კობიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ლევილის დედა“.
სპექტაკლი ეძღვნება ემიგრაციაში იძულებით გადასხლებულ ნამეტია ბერძენიშვილისა და ვალერიან გოგუაძის ოჯახის ისტორიას, მათ ბრძოლას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ . ბერძენიშვილი-გოგუაძის ოჯახმა უდიდესი წვლილი შეიტანა საფრანგეთში, ქართული მამულის ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში.
საგულისხმოა, რომ თავად სპექტაკლის რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი და მსახიობი რატი გოგუაძე გახლავთ ნამეტია ბერძენიშვილისა და ვალერიან გოგუაძის შთამომავლები.
„ლევილის დედა“ ინსცენირების ავტორია, მწერალი ნანა კაკაბაძე , კომპოზიტორი: ზაზა მარჯანიშვილი, ქორეოგრაფი გია მარღანია. რეჟისორის ასისტენტი ნათია ბოშიშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ქეთევან ქიტიაშვილი, ნინო ანდრიაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, ნია ტოგონიძე, ელენე დარჩია.
R