სკოლაში წასაღები ჯანსაღი ხემსის რეცეპტები - მშობლები

სკოლაში წასაღები ჯანსაღი ხემსის რეცეპტები

2025-01-30 16:14:38+04:00

დღესასწაულების დასრულებასთან ერთად, მოსწავლეები ახალი სემესტრისთვის ემზადებიან, მშობლები კი - შემდეგი გამოწვევისთვის - შეარჩიონ ისეთი ხემსი, რომელიც ნოყიერთან და ჯანსაღთან ერთად, გემრიელიც იქნება.

სწორად შერჩეული ხემსი მოზარდის დღის რაციონის აუცილებელი კომპონენტია, რადგან ის აქრობს შიმშილის გრძნობას და ავსებს ბავშვებს ენერგიით მთელი დღის განმავლობაში, ეს კი აუცილებელია სასწავლო პროცესში წარმატებული მონაწილეობისთვის.ჯანსაღი სნექი ასევე აყალიბებს კვების ჯანსაღ ჩვევებს, რაც მოზარდს სამომავლოდ დაეხმარება სწორი ჩვევების ფორმირებაში ეხმარება.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლების კულინარიული შრომის შესამსუბუქებლად, ჯანსაღი სნექის მომზადება მარტივი, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი პროცესი იყოს.

მარტივი და ჯანსაღი ხემსის იდეები ბავშვებისთვის

  1. თხილეულისა და ჩირის მიქსი

თხილეული შეიცავს მოზარდის ორგანიზმისთვის აუცილებელ ჯანსაღ ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს (დიდი ოდენობით E ვიტამინს) და მინერალებს (მაგნიუმს). სულ მცირე პორციაც კი საკმარისია, ბავშვი ენერგიით აივსოს და კვების ინტერვალებს შორის გემრიელად წაიხემსოს. მოზარდისთვის რეკომენდებული თხილეულის და ჩირეულის მიქსია:

  • თხილეული – ნუში, ნიგოზი, ფსტა, მიწის თხილი
  • ჩირეული – ქიშმიში, გარგარი, შტოში, შავი ქლიავი

მომზადების წესი:

აიღეთ 1/4 ჭიქა ჩირეული, 1/2 ჭიქა თხილეული, მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, კარგად აურიეთ და მოათავსეთ პატარა კონტეინერში, რათა თქვენმა შვილმა სკოლაში მარტივად წაიღოს.

394016050-6689607061128806-7228962777404371341-n-1738239362.jpg

  1. მარცვლეული

მარცვლეული და პარკოსნები უჯრედისისა და ცილების შესანიშნავი წყაროა. ისინი აქრობენ შიმშილის გრძნობას და აუმჯობესებენ ენერგიის დონეს მოზარდებში.

კინოა, ბრინჯი, ოსპი და ლობიო, - თამამად შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი შვილის დღიურ რაციონში. ოსპი და კინოა მოამზადეთ შემდეგნაირად:

კინოას ბურთულები:

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მოხარშული კინოა
  • 1 კვერცხი
  • ¼ ჭიქა გახეხილი ყველი
  • ¼ ჭიქა შვრიის ფანტელი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ, გააკეთეთ პატარა ბურთულები და გამოაცხვეთ 180°C-ზე 15-20 წუთი, შეოქროსფერებამდე.

473653831-959243229517480-3790867432992969072-n-1738239413.jpg

ოსპის ჩიფსები:

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წითელი ოსპი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ოსპი მოხარშეთ, დააბლენდერეთ, დაუმატეთ სანელებლები, თხლად გაანაწილეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 190°C-ზე, სანამ ხრატუნა ტექსტურის არ გახდება.

474543066-1126088162393281-9016471795822575843-n-1738239455.jpg

ბურღულეული

ბურღულეული ბავშვთა და მოზარდთა კვებაში ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია, რომელშიც შემავალი რთული ნახშირწყლები ავსებს ორგანიზმს ხანგრძლივი ენერგიით, უჯრედისის მაღალი შემცველობა აუმჯობესებს საჭმლის მომენელებელ სისტემას, ხოლო B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, მაგნიუმი და თუთია აძლიერებს იმუნიტეტს.

ბურღულეულის კატეგორიის განსაკუთრებული პროდუქტია შვრია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას. ამასთან ერთად, გამოირჩევა სახეობათა მრავალფეროვნებით და მისი მომზადება გემრიელი რეცეპტებით არის შესაძლებელი.

შვრიის და ჩირის ორცხობილა:

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შვრია
  • ½ ჭიქა ჩირი
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, გააკეთეთ პატარა ორცხობილები და გამოაცხვეთ 180°C-ზე 12-15 წუთი.

475787052-473397158963435-705684745909407401-n-1738239490.jpg

შვრიის და ბანანის ნამცხვარი:

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრია
  • 1 მწიფე ბანანი
  • ½ ჭიქა კაკაო
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

ბანანი ჩაჭყლიტეთ, აურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად, ჩაასხით ფორმებში და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20 წუთი.

474514798-2197430747317295-6102967102717688690-n-1738239529.jpg

  1. ხილი და ბოსტნეული

ხილ-ბოსტნეული მდიდარია: A და C ვიტამინებით, უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით. ბავშვების ნაწილი ბოსტნეულის მიღებაზე უარს ამბობს, სწორედ, ასეთი შემთხვევის დროს, აუცილებელია ხილ-ბოსტნეული ხემსის სახით მიაწოდოთ. ასევე, ჩიფსებსა და სხვა ტკბილეულთან შედარებით, ეს არჩევანი ჯანსაღთან ერთად დაბალკალოროულიცაა.

წასახემსებლად რეკომენდებული ხილია: ვაშლი, ბანანი, ყურძენი, მარწყვი, ფორთოხალი;

ბოსტნეული – სტაფილოსა და ბულგარული წიწაკის ჩხირები, კიტრი, ჩერი პომიდორი (დაჭრილი ან მთლიანი).

ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ გემრიელი სნექი ბანანისა და ყველა ბავშვისთვის საყვარელი, შოკოლადის, ინგრედიენტებით.

გაყინული ბანანი შოკოლადში:

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 50გ შავი შოკოლადი
  • 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული თხილი

მომზადების წესი:

ბანანი დაჭერით, ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში, მოაყარეთ თხილი და შედგით საყინულეში 1 საათით.

475403669-1298129658091789-4842063238857678295-n-1738239544.jpg

მოზარდის კვების რაციონს მნიშვნელოვანი როლი აქვს მისი ფიზიკური და გონებრივი მონაცემების განვითარებაში. მშობლებმა უნდა შეარჩიონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგიის შენარჩუნებას და ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებას. გემრიელი ხემსის მომზადებაში ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ დაიხმარეთ. 500-მდე დასახელების მარცვლეული, ბურღულეული, ჩირეული და თხილეული ხელით არის ნარჩევი, რაც მათ მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი პროდუქცია მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, საჭირო ინგრედიენტებს კურიერი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ მოგაწვდით. აღნიშნული სერვისი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და ენერგია, რომელსაც თქვენს შვილებს გაუზიარებთ.

  • 032 2 42 47 97
  • chemimaragi.ge
  • facebook.com/chemimaragi

R