ავსტრალიაში რელიგიური სექტის თოთხმეტი წევრი რვა წლისელიზაბეტ სტრუჰსისმკვლელობაში დამნაშავედ ცნეს - როგორც ცნობილია, მათ ბავშვს სამედიცინო დახმარება განზრახ არ გაუწიეს. ბავშვის მამა სასწრაფო დახმარება ქალიშვილის გარდაცვალებიდან 36 საათის შემდეგ გამოიძახა.
ადგილზე მისულმა ექიმებმა სიმღერის ხმა გაიგონეს - გავრცელებული ინფორმაციით, რელიგიური სექტის წევრები ელისაბედის "აღდგომისთვის" ლოცულობდნენ.
”არ მიხარია, მაგრამ მშვიდად ვარ... ჩემს პატარა გოგონას ყველაფერი მივეცი, რაც სურდა. ახლა მასზე ღმერთი იზრუნებს" - უთხრა ჯეისონ სტრუჰსმა პოლიციას.
მოსამართლე მარტინ ბერნსმა ოთხშაბათს ჯეისონ სტრუჰსი და რელიგიური ლიდერი ბრენდან სტივენსი, ელიზაბეთის დედასთან, კერისთან და ჯგუფის 10 სხვა წევრთან ერთად დამნაშავედ ცნო ბავშვის მკვლელობაში.