ყველას ეგონა, რომ პარტნიორთან ჰქონდა რომანი, თუმცა საიდუმლოდ მილიარდერს გაუმიჯნურდა. საქმროს ოჯახი კი ჰანდეს იწუნებს - ამბები ვარსკვლავის პირად ცხოვრებაზე - მშობლები

ყველას ეგონა, რომ პარტნიორთან ჰქონდა რომანი, თუმცა საიდუმლოდ მილიარდერს გაუმიჯნურდა. საქმროს ოჯახი კი ჰანდეს იწუნებს - ამბები ვარსკვლავის პირად ცხოვრებაზე

2025-01-31 08:33:27+04:00

ჰანდე ერჩელისა და კერემ ბიურსინის თაყვანისმცემლები ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ ისინი უბრალოდ თამაშობდნენ წყვილს, სერიალისადმი ინტერესი რომ გაეღვივებინათ. სინამდვილეში კი მათ შორის არაფერი ყოფილა...

სერიალი "დააკაკუნე ჩემს კარზე" 2020 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ. სიუჟეტის და ლამაზი კადრების გარდა, აღტაცებით შეხვდა მაყურებელი მთავარ გმირებს, რომელთაც ჰაანდე და კერემი ასახიერებდნენ და ყველა აღიარებდა, რომ ეს საუკეთესო წყვილი იყო.

2ab55715-d755-4eee-a324-952795b894f8-1738298649.jpg

მალევე დაირხა ხმები, რომ მსახიობები ეკრანს მიღმაც ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა თავად ამას არ ადასტურებდნენ. მერე გაირკვა, რომ პირველ და მეორე სეზონებს შორის დასვენება ერთად გაატარეს მალდივებზე. პრესაში უკვე ოფიციალურად გამოჩნდა ინფორმაცია მათი ერთად ყოფნის შესახებ და ნელ-ნელა ჰანდე და კერემი საჯაროდაც აღარ მალავდნენ ურთიერთობას. თუმცა სკეპტიკოსები მაშინვე ამბობდნენ, რომ ეს პიარ-რომანია.

9809319a4844893bd0ad1473ee268aeb-1707283583.jpg

გარდა ერთობლივი ფოტოებისა, მათ რომანზე არაფერი მიუთითებდა. საზოგადოებაში საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდნენ და არ ჰგავდნენ შეყვარებულებს, არც ემოციურ მიძღვნებს უკეთებდნენ ერთმანეთს, ვერც პაპარაცებმა დაიჭერეს ვერც ერთხელ ან ერთად სეირნობის ან სადილობის დროს. თავად ამბობდნენ, რომ არ სურდათ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება, მაგრამ ყოველივე ეს მაინც დადგმულ სცენარს ჰგავდა. პერიოდულად ინტერვიუებშიც კი დაიწყეს ერთმანეთზე და მათ რომანზე საუბარი, მაგრამ ვნება, ემოციები და დამაჯერებლობა მაინც აკლდა ამ ყველაფერს.

2022 წელს ხმები დაირხა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. უკვე საჯარო ღონისძიებებზეც აღარ ჩნდებოდნენ ერთად და ერთობლივ ფოტოებსაც არ პოსტავდნენ. ჭორაობდნენ, რომ მიზეზი ეჭვიანობა იყო და კერემის ახალი რომანი, თუმცა სინამდვილეში, მათ თავიანთი პირადი ცხოვრების აწყობა დაიწყეს და პიარ-რომანს ბოლო მოუღეს.

მალევე გაირკვა, რომ ჰანდე სხვა მამაკაცს ხვდება. მისი რჩეული მილიარდერი ჰაკან საბანჯია. წყვილი რა ხანია, ერთად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. თუმცა ამბობენ, რომ ჰანდე სულაც არ არის მილიარდერის ოჯახში მიღებული სარძლო - სადედამთილოს არ მოსწონს, რომ მისი ვაჟი "უბრალო მსახიობს" ხვდება. თუმცა ჰანდე სულ არ არის "ღარიბი" - მისი ქონება 5 მლნ დოლარად არის შეფასებული და საკუთარი დიდი სახლიც აქვს.

hande-erchel-i-hakan-sabandzhi-otdyh-v-italii-23-08-1738299446.jpg

ფაქტია, ჯერჯერობით ქორწინებას არ ჩქარობენ. ჰანდეს თაყვანისმცემლები იმაზეც წუხან, რომ მილიარდერს წარსულში არაერთი რომანი ჰქონდა და შიშობენ, ჰანდეც მისი რიგითი შეყვარებული არ აღმოჩნდეს.

lronn4xlxfihr4ucxwoa0aho8v6j6v59djdnn6pq05zfsw0z0vzdncgsdb3vz1tknasr4-uk3pwt7tccwiqgpz34-1738299446.jpg

ულამაზეს თურქ მსახიობს მილიარდერი სადედამთილო იწუნებს და ქორწილის ჩაშლა უნდა - ვის მიჰყვება ცოლად ჰანდე ერჩელი?
ცნობილი თურქი ლამაზმანი კარიერის დასაწყისში სულ სხვანაირი იყო... - ჰანდე ერჩელმა გაამხილა, როგორ დაიკლო 20 კილო და გარდაისახა