ქეთა თოფურიამ შვილის გრანდიოზული დაბადების დღის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა - საცირკო სანახაობა, ბევრი ძაღლი და ხუთსრთულიანი ტორტი - მშობლები

ქეთა თოფურიამ შვილის გრანდიოზული დაბადების დღის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა - საცირკო სანახაობა, ბევრი ძაღლი და ხუთსართულიანი ტორტი

2025-02-04 10:25:07+04:00

ქეთა თოფურიას და მისი მეუღლის - ლევ დენგოვის ვაჟი ადამი 21 იანვარს 4 წლის გახდა. ამ დღემდე მშობლები მის ფოტოებს არ ასაჯაროებდნენ. დაბადების დღეზე კი ქეთამაც გამოაჩინა ადამი, ფოტოებისგან აწყობილ ვიდეოკოლაჟში, რომლითაც მას დაბადების დღე მიულოცა და ამაყმა მამამაც გამოაქვეყნა ვაჟის ფოტოები.

adam-1738651750.jpg

adam3-1738651750.jpgadam1-1738651750.jpg

როგორც ჩანს, ადამს ძაღლები უყვარს განსაკუთრებულად, რადგან სახლშიც ძაღლების დეკორი სჭარბობდა და ტორტიც ძაღლის ფორმის ჰქონდა სახლშიც და შემდეგ - სადღესასწაულო ცენტრშიც.

adam4-1738651853.jpg

adam5-1738651853.jpg

სადღესასწაულო ცენტრში ყველაფერი გაცილებით გრანდიოზული იყო - დიდი დარბაზი, საცირკო სანახაობა, ანიმატორები, ხუთსართულიანი ტორტი, ბევრი ძაღლი. ადამი ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

2f881963-8314-4d21-9958-bc1b43649e01-1738651948.jpg

476243403-18482607487018134-6746183873344087788-n-1738651948.jpg

670dc745-88ab-45a4-b110-1e9db4092997-1738651948.jpg

c40ae75f-7595-4f8f-8141-d62dd0757a6d-1738651949.jpg

5933ca43-676b-4e31-bae8-524a5d4fb4be-1738651948.jpg

დღესასწაულს ოჯახის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, იქ იყო ქეთას დედა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს და შვილების აღზრდაშიც ეხმარება, ძიძებთან ერთად.

50c453c4-d68a-476f-9151-9b3b7d3df9eb-1738651948.jpg

ლევ დენგოვი და ქეთა თოფურია 5 წელია ერთად არიან და ქეთამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასთან ძალიან ბედნიერია. ცოტა ხნის წინ წყვილს კიდევ ერთი საერთო შვილი გაუჩნდა, რომელსაც ნიკოლი დაარქვეს და მის ფოტოებსაც ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. პირველი ქორწინებიდან ქეთას ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც მასთან და ლევთან ერთად იზრდება.

keta-1738651575.png

არასოდეს გვიჭირდა, ფული ყოველთვის გვქონდა... ერთხელ მამამ ასდოლარიანი მაჩუქა, ბავშვებს კევები უყიდეო... - ქეთა თოფურია ბავშვობაზე, ქმრის ნაჩუქარ ძვირფას საჩუქრებზე და 3 ძიძაზე