ლევან ვასაძის ქალიშვილი, მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე პირველ შვილს ელოდება. თათამ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილმა თავის რჩეულზე - ბათა ზედგინიძეზე ზაფხულში დაიწერა ჯვარი. პატარაძალს და მის ორ მეჯვარეს მამის კომპანიის "სამოსელი პირველის“ კაბები ეცვათ.
თათა "სამოსელი პირველის" მოდელიც არის და ახალი კოლექციის წარმდგენ ფოტოსესიებში ხშირად მონაწილეობს.