"მე საქართველოში გავიზარდე, სადაც გიჟდებოდნენ განგსტერებზე... მე სწორედ "ის" ქალი ვარ, ნამდვილი მამაკაცის ცხოვრების ერთადერთი არჩევანი..." - თინა კანდელაკმა ქმარს უჩვეულოდ მიულოცა დაბადების დღე - მშობლები

"მე საქართველოში გავიზარდე, სადაც გიჟდებოდნენ განგსტერებზე... მე სწორედ "ის" ქალი ვარ, ნამდვილი მამაკაცის ცხოვრების ერთადერთი არჩევანი..." - თინა კანდელაკმა ქმარს უჩვეულოდ მიულოცა დაბადების დღე

2025-02-07 08:28:58+04:00

რუსეთში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა ქმარს ორიგინალური ტექსტით მიულოცა დაბადების დღე:

"მე საქართველოში გავიზარდე, სადაც გიჟდებოდნენ განგსტერებზე. როცა იქ პირველად ნახეს "ნათლია", დრო გაიყო, მანამდე და მას მერე. მანამდე ბიჭები უბრალოდ ბიჭები იყვნენ, მერე კი - ყველა ერთ დღეს გახდა მაიკლი. მგრძნობიარე შავი თვალებით და მსუბუქი სევდით იმის გამო, რომ მამაკაცზე მთელი მისი ცხოვრება ამყარებენ იმედებს დედა, მამა, ოჯახი, შეყვარებული, სხვადასხვა ქალი, მერე ცოლი, შვილები. ყველა, ვინც მას შეხვდება - ნამდვილ მამაკაცს.

snapinst-1738903844.app_475976387_18490638478045766_9007173523665884933_n_1080.jpg

გასაკვირი არ არის, რომ მარიო პიუზომ ასეთი მგრძნობიარე სიტყვები მიუძღვნა ასეთი მამაკაცის სიყვარულს: "და მენდე, ქალი, რომელსაც შეიყვარებ, წყლის ორი წვეთივით შენი მსგავსი იქნება. ისეთივე ძლიერი და ბრძენი. ისეთივე გზას აცდენილი, მაგრამ თავისი გზით მოსიარულე, თავისი სიმართლით და რწმენით. და დაე მას ჰქონდეს იარები გულზე, დაე ცდებოდეს, მაგრამ ეს იქნება გაცნობიერებული არჩევანი, ცხოვრების ერთადერთი არჩევანი... დაე ის იყოს ენამახვილი, მაგრა გულწრფელი. ისეთი, რომელიც არასოდეს მოგატყუებს და არ გიღალატებს. შენ მას თვალებით ამოიცნობ, რადგან სიმართლე შორიდან ანათებს. არ შეგეშინდეს და მოუსმინე შენს გულს - ის გიკარნახებს. და მენდე, ისიც სწორედ შენ გეძებდა. ერთმანეთს მზერით იცნობთ, თითქოს მთელი ცხოვრება ხედავდით..."

ნამდვილად არ გამომივიდოდა უკეთ თქმა. მე ზუსტად "ის" ქალი ვარ. გილოცავ, ჩემო".

snapinsta-1719812685-1738903827.app_422008583_18418321048045766_6606554604220886574_n_1024.jpg

თინა კანდელაკი რამდენიმე წელია დაქორწინებულია სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" დირექტორ ვასილი ბროვკოზე, რომელთანაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა.

მანამდე 11 წელი იცხოვრა ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან, რომელთანაც ორი ზრდასრული შვილი - მელანია და ლეონტი ჰყავს. მისი ქალიშვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა კიდეც.